ცოტნე გამსახურდიამ ერთ-ერთი დაკავებულის ამოცნობა შეძლო. ადვოკატის თქმით, გამსახურდიას ლაპარაკი ამ დრომდე არ შეუძლია, თუმცა მას ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი სოლოღაშვილის ფოტო აჩვენეს და ვინაობა ჟესტებით დაადასტურა.

 

ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით,საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში იმართება. პროცესზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს.

 

 

 

,,სოლოღაშვილი და ღარიბაშვილი უშუალოდ მონაწილებდნენ გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დასჯილნი იქნენ კანონის მთელი სიმკაცრით, იმის გამო, რომ მათ დანაშაული ჩაიდნეს საჯაროდ და არ მოუნანიებიათ ჩადენილი ქმედება, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ გამოყენებული იქნეს სანქციის უმაღლესი ზომა ანუ 17 წელი," - ამბობს ამირან გიგუაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. ის ამჟამად გერმანიაში მკურნალობს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია ბრალდებული. მათგან 2-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

 

დაცვის მხარეს მტკიცებულებების წარდგენის საშუალება 11 სექტემბერს ექნება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.