მე კითხვებზე ის პასუხი გავეცი, რაც საჭიროდ ჩავთვალე. დანარჩენი გადაწყვიტოს პროკურატურამ, რა იყო მნიშვნელოვანი და რა უმნიშვნელო. რა რისი მომტანი იქნება მომავალში, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, პროკურატურის კითხვები ეხებობდა მის მიწერ- მოწერას.

 

„მიმართულება იქით ჰქონდათ, მე ხომ არ შევუკვეთე. ხომ არ ვიცოდი, რომ ეს სატელიტის სურათები იყო გაყალბებული. საიდან გავიცანი ეს ადამიანი(დავით ფურცხვანიძე) და ა.შ. გამოძიებას არანაირი ხელი არ შეშლია ამ ფოტოების გამო. თავიდანვე ხელი ჰქონდა შეშლილი, გამოძიება არასწორად მიდიოდა, დღესაც არასწორად მიდის და არასამართლიანად აგრძელებს. რაც დრო დაიხარჯა ამ აბსურდულ ძიებაში და იმ ქმედებაში, რომ მე ამ საქმეს ჩამომაშორონ, სჯობდა ეს ენერგია და დრო საქმეში დაეხარჯათ და არა ამ აბსურდულობაში. მე მჯერა იმის, რომ ავტომობილი იქ არ იდგა, მაშინ დამიდასტუროს პროკურატურამ ნამდვილი ფოტოსურათით და დავრწმუნდები, რომ ფურცხვანიძის სატელიტის ფოტო არის ყალბი. ექსპერტიზის დასკვნის არ მჯერა", - განაცხადა რამიშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.