მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიკითხა.

 

ბრეგვაძის განმარტებით, კონკრეტული პირები მან ვერ ამოიცნო, თუმცა დაასახელა ჩხუბში მონაწილე პირთა რაოდენობა და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობაში 8 პირი მონაწილეობდა.

 

პროკურორის განცხადებით, მოწმემ მამხილებელი ჩვენება მისცა და დადგინდა, რომ ძალადობის ერთ-ერთი მონაწილე ნ.ქ. იყო, რომელსაც ხელში ქვა ეჭირა.

 

ბრალდებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. ადვოკატები ამბობენ, რომ მოსამართლემ იაკობ ბრეგვაძის ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებების გამო არ უნდა გაიზიაროს.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.