გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის მონასტრის საკითხზე, არქიმანდრიტ კირიონის (ონიანი) დაკითხვა დასრულდა.

 

როგორც მან დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, დაკითხვის დროს საუბარი დავით გარეჯის თაობაზე იყო.

 

„მე მგონი ჩემი მხრიდან უთქმელი არაფერი არ დარჩენილა. ყველაფერზე იყო საუბარი. ეს არის დახურული თემა. ვცხოვრობ დავით გარეჯში და საუბარი იყო დავით გარეჯზე“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.