Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.3203
EUR
3.8708
RUR
0.0421
GBP
4.2819

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სომხეთთან იარაღით ვაჭრობის საკითხს პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. ამის შესახებ news.am წერს.

 

პრეზიდენტის განმარტებით, სერბეთი იარაღით სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც ვაჭრობს. როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, იარაღით ვაჭრობა ქვეყნის სამხედრო ინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანესია.

 

„სომხეთიც და აზერბაიჯანიც ჩვენი მეგობრები არიან. უკანასკნელ წლებში ჩვენ აზერბაიჯანს ათჯერ მეტი იარაღი მივყიდეთ. ჩნდება კითხვა: ვის მივყიდით იარაღს მომავალში? ვისაც არ უნდა მივყიდოთ, ვიღაც მაინც იქნება უკმაყოფილო“, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

 

ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთის სამხედრო ინდუსტრიაში 17 000 ადამიანია დასაქმებული, რომლებმაც სამუშაო ადგილები უნდა შეინარჩუნონ.

 

19 ივლისს აზერბაიჯანის სამთავრობო მედიამ Haqqin-მა გამოაქვეყნა წერილი, რომ სერბეთმა სომხეთს მიაწოდა ნაღმტყორცნები, რომლებიც შემდგომ სომხეთმა ტოვუზის დასაბომბად გამოიყენა.

დღეიდან თავდაცვის ძალების მეთაურის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაიკავებს, რომელიც მანამდე სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ირაკლი ჭიჭინაძეს 2000 წლიდან თავდაცვის ძალებში სხვადასხვა ოპერატიული და ანალიტიკური პოზიცია ეკავა, მონაწილეობდა ასევე, სამშვიდობო ოპერაციაში ერაყის რესპუბლიკაში. მიღებული აქვს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებრივი მედალი, ასევე დამსახურებული თანამშრომლობისთვის ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურის მედალი -„სამსახურებრივი რკინის ჯვარი“.

 

საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი მთავარი სერჟანტი - მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური ჰყავს. მან აღნიშნულ პოზიციაზე კობა ცირეკიძე ჩაანაცვლა. გიორგი გოგოჭური მანამდე აღმოსავლეთის სარდლობის მთავარი სერჟანტის პოზიციას იკავებდა.

 

სიახლეეებია ასევე, დასავლეთის სარდლობაში. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დასავლეთის სარდლად პოლკოვნიკი კობა გრიგოლია, ხოლო მის მოადგილედ პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დაინიშნა. II ქვეითი ბრიგადის მეთაურის თანამდებობა ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ, ხოლო III ქვეითი ბრიგადის მეთაურის პოზიცია - ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ დაიკავა.

 

საკადრო ცვლილებები განხორციელდა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაშიც. სარდლის მოადგილეებად დასავლეთის სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე და J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ჭაღოშვილი დაინიშნენ. პოლკოვნიკი ჭაღოშვილი სარდლობის შტაბის უფროსის მოვალეობასაც შეასრულებს.

 

სიახლეა ეროვნულ გვარდიაშიც. ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამხედრო ოპერაციების პრინციპების კურსის უფროსი ინსტრუქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან გუგენიშვილი დღეიდან ეროვნული გვარდიის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მხრიდან დივერსიის მცდელობაში 100-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა. ამის შესახებ სომხური მედია წერს.

 

„03:40 საათზე ჩვენმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის გადაადგილება შენიშნეს და დივერსიული შეღწევის მცდელობა აღკვეთეს. მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი სამხედრო ე.წ. უშიშარი პოზიციის დაკავებას ცდილობდა“, - განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.

 

მისივე თქმით, „უშიშარი“ პოზიცია სოფლების - მოვსესისა და აიგეპარის მახლობლად მდებარეობს და ბოლოდროინდელი მოვლენები სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება.

 

„მოწინააღმდეგე ცოცხალი ძალა დაკარგა და უკან დაიხია და 05:20 საათზე სოფლების, მოვსესისა და აიგეპარის მისამართით საარტილერიო ცეცხლი გახსნა. პარალელურად განხორციელდა თავდასხმები სხვა პოზიციების მიმართულებით, რომლებიც ასევე მოგერიებულია. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. ჩვენი მხრიდან დანარგი არ გვაქვს არც სამხედროებსა და არც სამოქალაქო პირებს შორის. საარტილერიო ცეცხლის შედეგად ბოლო დღეების განმავლობაში 4 სოფლის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დადგენა“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

 

შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც ბოლო მონაცემებით, 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დღეს დილიდან შეტაკებები განახლდა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„მხარეებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის გამწვავება განიხილეს. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია ისეთი ქმედებები, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას იწვევს. ორივე მხრიდან გამოთქმულია დაინტერესება კონფლიქტური სიტუაციის მხოლოდ მშვიდობიანი გზებით გადაჭრის მიმართ“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

 

შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო და 4 დღეს გაგრძელდა. აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებისას 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხური მხარე კი 4 გარდაცვლილისა და 36 დაშავებულის შესახებ იტყობინება. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცოცხალი ძალის გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა, რასაც მალავს. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიუხედავად ვითარება საზღვარზე დაძაბულია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სომხეთს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, სომხეთი დაცვის თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაიქცა და აზერბაიჯანის ქმედებების დაგმობა მოითხოვა.

 

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ექვსი ქვეყნისგან შედგება. აქედან სამმა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით მხარი აზერბაიჯანს დაუჭირა. სხვაგვარად არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ჩვენ მათთან ვმეგობრობთ, მათ შეუძლიათ გვენდონ, როგორც კარგ, ასევე რთულ დღეებში. დაე, სომხეთის მშიშარა მთავრობამ გაიხსენოს, თუ როგორი შეურაცხყოფა მიაყენა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, როდესაც სხვა ქვეყნებთან შეთანხმების გარეშე ორგანიზაციის გენერალური მდივანი დააპატიმრა. შეგვებრძოლეთ ერთი-ერთზე და ვნახავთ ვისი აჯობებს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებისას 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხური მხარე კი 4 გარდაცვლილის და 36 დაშავებულის შესახებ იტყობინება. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცოცხალი ძალის გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა, რასაც მალავს.

სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული ტანკი ააფეთქეს. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი იტყობინება. „სომხურმა შენაერთებმა ააფეთქეს მოწინააღმდეგის ტანკი და გაანადგურეს საარტილერიო საცეცხლე წერტილები, საიდანაც ჩვენი პოზიციები და დასახლებული რაიონები იბომბებოდა" - წერს სტეპანიანი Facebook-ის გვერდზე

 

 

 შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც ბოლო მონაცემებით, 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დღეს დილიდან შეტაკებები განახლდა.

სომხეთი პროვოკაციად მიიჩნევს აზერბაიჯანის განცხადებას თურქეთთან ერთობლივი სამხედრო სწავლების ჩატარების თაობაზე. ამის შესახებ სომხეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანა ნაგდალიანმა განაცხადა.

 

„აზერბაიჯანმა თურქეთთან ერთად მასშტაბური სამხედრო სწავლების ჩატარება გამოაცხადა. ეს იმას მოწმობს, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა პროვოკაციული ქმედებებით ხელს უშლის საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევას სიტუაციის განმუხტვისა და სამშვიდობო პროცესის აღდგენის კუთხით და შესაბამისად, პასუხისმგებლობას იღებს შემდგომი დესტაბილიზაციის შედეგებზე“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.

 

27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ მასშტაბურ სამხედრო სწავლებას ჩაატარებენ. სამხედრო სწავლება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გაიმართება.

 

1-ლი აგვისტოდან 5 აგვისტოს ჩათვლით სწავლება ბაქოსა და და ნახიჩევანში ჩატარდება, ხოლო 29 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით კი ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში გაიმართება.

 

ერთობლივ სწავლებაში ჩაერთვება სამხედრო პერსონალი, ჯავშანტექნიკა, არტილერია, ნაღმტყორცნები, ისევე როგორც ორი ქვეყნის ჯარების სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ტექნიკა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაური ფრანცისკე სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დიალოგის გზით მიაღწიონ პრობლემათა მშვიდობიან ხანგრძლივ მოგვარებას.

 

„შეშფოთებით ვუყურებ ბოლო დღეებში ახალ გამწვავებულ შეიარაღებულ დაძაბულობას კავკასიის რეგიონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, - განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ტრადიციული საკვირაო ქადაგების დროს.

 

პონტიფიკოსის თქმით, ილოცებს შეტაკებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოების თანადგომით შესაძლებელი გახდება ხანგრძლივი სამშვიდობო გადაწყვეტილების მიღწევა.

აზერბაიჯანელ ხალხს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე უაზრო მოლაპარაკებები მობეზრდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„აზერბაიჯანელი ხალხის მოთმინება უსაზღვრო არაა და ამაზე უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვინც ამ დღეებში შუამავლობას გვთავაზობს. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია კატეგორიულია“, - აღნიშნა ალიევმა.

 

შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც ბოლო მონაცემებით, 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, კონტრაქტორი აშოტ მიკაელიანი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის საბრძოლო პოზიციებზე 27 ივლისს მოკლეს.

 

შეგახსენებთ, სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის უწყებამაც გაავრცელა.

 

სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

უნდა გამოვიდეთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ მხოლოდ განცხადებების გაკეთების წრიდან და უნდა შეიქმნას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგის სანდო საერთაშორისო სისტემა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

მათივე ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, აზერბაიჯანული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და სომხეთის წინააღმდეგ აგრესიაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მეწამორის ატომური ელექტროსადგურზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ განცხადება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა ჩაითვალოს.

 

„ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი საზღვრების, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოების დაცვა და ხელი შევუწყოთ გლობალურ უსაფრთხოებას. ბოლო დღეებში ცხადი გახდა, რომ აზერბაიჯანი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სომხეთს, არამედ გლობალურ უსაფრთხოებას. აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ მათ ქვეყანას მეწამორის ატომური ელექტროსადგურზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელება შეუძლია. სომხეთს შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოების, მათ შორის, მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დაცვა, მაგრამ ეს არის განცხადება, რომელიც ცალსახად უნდა ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, რადგან ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორიზმის ჩადენის საფრთხე, საჭიროა შესაბამისი საერთაშორისო რეაგირება და გამოძიების ჩატარება,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

მისივე თქმით, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფორმატში გამართული მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და აზერბაიჯანმა კონსტრუქციული პოზიცია უნდა მიიღოს.

 

შეგახსენებთ, ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს გამწვავდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანულ მხარეს ბევრი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელთან ანჟეი კასპრჟიკთან საუბრისას განაცხადა.

 

,,დავით ტონოიანმა წარადგინა ინფორმაცია სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე არსებული მდგომარეობის შესახებ და განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ბევრი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს“, - წერს სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

 

ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დღეს დილით სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა სოფლების: აგდამის, დონდარ გუშჩუსა და ვაჰიდლის მიმართულებით მსხვილკალიბრიანი იარაღითა და საარტილერიო დანადგარებით ცეცხლი გახსნეს.

არქივი

« « » » სექტემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?