Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9781
EUR
3.3
RUR
0.0467
GBP
3.8549

საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მჭიდრო და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა აქვს, განსაკუთრებით, სამხედრო სფეროში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას განუცხადა.

 

მინისტრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას გამოეხმაურა, რომელმაც “ამერიკის ხმასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ “არ ჰგონია რეკომენდებული იყოს” საქართველოში ამერიკული ბაზების მშენებლობა. თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ის, პერსპექტივაში, ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მხოლოდ მიესალმება.

 

ლევან იზორიამ, ამერიკაში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წარმატებებით მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველო-ამერიკას შორის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება, რაც სამხედრო სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

თავდაცვის სამინისტრო უწყების ყოფილი თანამშრომლის ეკატერინე ქვლივიძის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „გლობალპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„2017 წლის 30 მაისს თავდაცვის სამინისტროსა და ეკატერინე ქვლივიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ხელშეკრულების პირობების თანახმად მივლინების ვადების ჩათვლით სამსახურის ვადა განისაზღვრა 8 წლით. აღნიშნულის საფუძველზე ქალბატონი ეკატერინე 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე იმყოფებოდა მივლინებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიაციის კაპიტნის საკარიერო მომზადების კურსზე. მხოლოდ ამ კურსზე მისი გადამზადებისთვის დაიხარჯა 49 ათასი ამერიკული დოლარი, რასაც ემატება ათობით ათასი ლარი საქართველოში წლების განმავლობაში მის გადამზადებაზე დახარჯული სახსრების სახით.

 

ამის მიუხედავად, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ 4 თვეში ქალბატონმა ეკატერინემ პატაკით მიმართა ხელმძღვანელს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნა (მოტივის მითითების გარეშე). თავდაცვის სამინისტრომ ქალბატონ ეკატერინეს წერილობით აცნობა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ჯარიმის ოდენობის შესახებ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რაც მან დაადასტურა შესაბამის შეტყობინებაზე ხელმოწერით. („სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ქვეპუნქტის შესაბამისად თავდაცვის უწყებამ მოითხოვა კონტრაქტის დარღვევის საფუძველზე კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება.) ამის შემდეგ კი, თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

უწყებაში განმარტავენ, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და იგი კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც გააფრთხილებს პირს მოსალოდნელი შედეგების შესახებ, ვალდებულია მოითხოვოს კანონით გათვალისწინებული სანქციები“.

 

„ქალბატონ ეკატერინეს სამსახურის პერიოდში არავითარი წერილობითი პრეტენზიით ხელმძღვანელობისათვის არ მიუმართავს, არც გენდერული დისკრიმინაციისა და არც სხვა რაიმე დარღვევის შესახებ. მან გარკვეული პრეტენზიები თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ დააფიქსირა, თუმცა არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი და მტკიცებულება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თავდაცვის სამინისტრო როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით და მოუფრთხილდეს საქართველოს მოქალაქეებისა და პარტნიორების მიერ დახარჯულ თითოეულ თეთრს და აღნიშნული თანხა რაციონალურად და ეფექტურად გამოიყენოს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად. შესაბამისად, საკონტრაქტო პირობებს, მათ შორის ძვირადღირებულ უცხოური სამხედრო განათლების მიღებას, გააჩნია თავისი ვალდებულებები და თავდაცვის სამინისტრო კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ დაუშვებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „უწყებას გააჩნია კონკრეტული მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხდება გენდერული თანასწორობის განმტკიცება, დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრა“.

 

„გარდა ამისა, მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს გააჩნია კონკრეტული მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხდება გენდერული თანასწორობის განმტკიცება, დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრა. რასაც არეგულირებს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია. სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობენ გენდერული მრჩევლები, ხოლო მონიტორინგს უწევს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც არსებობს 2014 წლიდან და რომლის შესახებ ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე. ჯგუფს ასევე აქვს საკონსულტაციო ფუნქცია და ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურეს თუ სამოქალაქო პირს შეუძლია დაუკავშირდეს რაიმე საჩივრის, შემთხვევის, შეკითხვის და ა.შ. არსებობის შემთხვევაში. ჯგუფი ანგარიშვალდებულია მინისტრის მოადგილესთან და ჯგუფის ხელმძღვანელს ამ და სხვა ნებისმიერი მნიშნელოვანი საკითხის განხილვა შეუძლია მასთან ყოველდღიურ რეჟიმში. ამასთანავე მოქმედებს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი, დაკავშირება შესაძლებელია, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით ან/და შესაბამისი ყუთების საშუალებით, სადაც შესაძლებელია წერილის მოთავსება ანონიმურობის დაცვით“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნიდერლანდებში, ქალაქ უტრეხტში გუშინ მომხდარ სროლას, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

 

პოლიციის განცხადებით, მანქანაში, რომლითაც ეჭვმიტანილი გაქცევას ცდილობდა, აღმოჩენილია წერილი, რომელიც ტერაქტის კვალზე მეტყველებს.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქალაქ უტრეხტში ტრამვაიში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა. პოლიციამ 37 წლის გიოქმენ თანისზე ძებნა გამოაცხადა. მოგვიანებით ის და კიდევ ორი პირი პოლიციამ დააკავა.

აშშ თურქეთს ორი კვირის ვადას აძლევს, რომ უარი თქვას რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის შეძენაზე და შეიძინოს ამერიკული ანალოგი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემისა Patriot-ი. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

 

„ივნისის პირველი კვირის დასრულებამდე თურქეთმა უნდა გააუქმოს რუსეთთან შეთანხმება და იყიდოს ამერიკული Patriot-ი. წინააღმდეგ შემთვევაში, ანკარას ემუქრება პროგრამა Lockheed Martin-დან გარიცხვა, შეპირებული 100 თვითმფრინავის - F-35-ის კონფისკაცია, ამერიკის მხრიდან სანქციების დაწესება და ნატო-ს მხრიდან პოტენციური შედეგები“, - იუწყება CNBC წყაროებზე დაყრდნობით.

 

მათი ინფორმაციით, ეს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან უკანასკნელი გაფრთხილებაა.

 

„ნატო-ს ქვეყნებმა უნდა შეიძინონ საბრძოლო ტექნიკა, რომელიც თავსებადია ნატო-ს სისტემებთან. რუსული სისტემა ვერ შეესაბამება ამ სტანდარტს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ თურქეთი შეეჯახება რეალურ და ნეგატიურ შედეგებს, თუკი ის დაასრულებს რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექასის შეძენას”, - განუცხადა მედიასაშუალებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ამერიკის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სირიის ტერიტორიაზე აღარ არსებობს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა.

 

სარა სანდერსის განცხადებით, ამერიკის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა ამასთან დაკავშირებით, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს One Air One-ის ბორტზე ყოფნისას, ფლორიდაში გამგზავრების დროს აცნობა.

ნიდერლანდების პოლიციამ თურქი მამაკაცი დააკავა, რომელიც ქალაქ უტრეხტში ტრამვაიში მომხდარ სროლებშია ეჭვმიტანილი, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი კი დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ ქალაქის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

 

ეჭვმიტანილი პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია როგორც 37 წლის გოქმენ თანისი.

 

„მთავარი ეჭვმიტანილი დაკავებულია“, - აღნშნულია ქალაქ უტრეხტის „ტვიტერის“ გვერდზე.

 

დღეს მომხდარის გამო, ქალაქში მაქსიმალურ ზღვრამდე გაიზარდა ტერორისტული საფრთხის დონე. პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა აეროპორტებსა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებზე, ასევე მეჩეთებში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, რამდენიმე დღეში ანტისატანკო სისტემის, „ჯაველინების“ სრულად შესყიდვა სრულდება. ამის შესახებ იზორიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გააქტიურებაც იგეგმება.

 

„რამდენიმე დღეში დავასრულებთ ანტისატანკო სისტემის „ჯაველინების“ სრულად შესყიდვას. აშშ-სთან თანამშრომლობის სხვა მიმართულებით გააქტიურებას ვგეგმავთ. მოგეხსენებათ, დღეს ადმირალთან ასევე ვისაუბრეთ წელს დაგეგმილ ამბიციურ სწავლებაზე, რომელიც „მტკიცე სულის“ სახელით არის წოდებული და აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება, სადაც მონაწილეთა ქვეყნებისა და სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალი იქნება. მომავალ კვირას ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრიალის ფარგლებში ერთ-ერთი განხილის თემა იქნება შავი ზღვის რეგიონის მხარდაჭერა და აქ უსაფრთხოებისთვის მეტი თანამშრომლობის და მეტი აქტიურობის უზრუნველყოფა“, - განაცხადა იზორიამ.

ვაშინგტონმა, შესაძლოა, თურქეთისთვის ბომბდამშენი F-35-ის მიწოდების მოსამზადებელი ღონისძიებები შეაჩეროს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

 

С-400 კომპიუტერია. F-35 კომპიუტერია. არ შეიძლება შენი კომპიუტერი მოწინააღმდეგის კომპიტერს შეუერთო“, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში კეიტი ვილბარგერმა.

 

Reuters-ის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ვაშინგტონი განიხილავს იმ ზომების განხორციელების შეწყვეტას, რომელიც თურქეთის ბომბდამშენი F-35-ის მისაღებად მომზადებას ითვალისწინებს.

 

კეიტი ვილბარგერის განცხადებით, აღნიშნული ზომა მკაფიო სიგნალი უნდა იყოს ანკარასთვის, რომ ვაშინგტონი სერიოზულად არის განწყობილი.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩარლზ სამერსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონთან სამხედრო ურთიერთობების კუთხით თურქეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება, თუ რუსულ საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400-ს მიიღებს.

 

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის განთავსება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.

ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში დღევანდელი სროლის შედეგად, სამი ადამიანია დაღუპული და 9 დაჭრილი. ამის შესახებ ქალაქის მერმა იან ვან ზანენმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

ქალაქის მერის თქმით, სამი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. მანვე არ გამორიცხა, რომ ქალაქში მოქმედებდა არა ერთი, არამედ რამდენიმე დამნაშავე.

 

როგორც ცნობილია, ორშაბათს, დილით, უცნობმა მამაკაცმა ქალაქის ტრამვაიში ცეცხლი გახსნა და რამდენიმე ადამიანი დაცხრილა, რის შედეგადაც მიიმალა.

 

მომხდარის გამო, ქალაქში მაქსიმალურ ზღვრამდე გაიზარდა ტერორისტული საფრთხის დონე.

 

ნიდერლანდების პოლიციამ 37 წლის ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის შესახებ ცნობლია, რომ მამაკაცი თურქეთის მკვიდრია.

როდესაც კონტრაქტი ირღვევა, ნატო-ს სტანდარტია, რომ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები შეეფარდოს დამრღვევს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყების ყოფილი თანამშრომლის, ეკატერინე ქვლივიძის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ეკატერინე ქვლივიძე გაფრთხილებული იყო, თუ რა სანქციები დაეკისრებოდა კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში.

 

„სახელმწიფომ და მათ შორის ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეკატერინეს მიეღო ყველაზე მაღალი დონის სამხედრო განათლება. როდესაც პარტნიორების დახმარებით იღებ მაღალ სამხედრო განათლებას, ეს გარკვეულ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, თუ 6 თვეს ან მეტი პერიოდის განმავლობაში მას უწევს აღნიშნული განათლების საზღვარგარეთ მიღება მაღალი დაფინანსებით, ის ვალდებულია კონტრაქტის თანახმად გარკვეული წლების განმავლობაში მსახურობდეს საქართველოს თავდაცვის ძალებში.

 

ამიტომ, ნატო-ს სტანდარტები ჩვენთვის ნიშნავს კანონის უზენაესობას, ეს ნიშნავს როგორც მაღალი სამხედრო განათლების მიცემას ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, ასევე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასაც.

 

როდესაც კონტრაქტი ირღვევა, ნატო-ს სტანდარტია, რომ ამ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები შეეფარდოს დამრღვევს.

 

რაც შეეხება განცხადებას, თითქოს დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი, ეს არაა დამაჯერებელი. მას არ მიუმართავს უწყების ფარგლებში შესაბამისი სტრუქტურებისთვის და არც უწყების გარეთ. მით უფრო, რომ 4 თვე გავიდა, რაც მან თვითნებურად უარი თქვა კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების განხორციელებაზე.

 

მეტიც, ის იქნა გაფრთხილებული და მას ხელი აქვს მოწერილი ამ გაფრთხილებაზე. ასე რომ, ამ გარემოებებით ეს თემა ამოწურულია“, - განაცხადა მინისტრმა ლევან იზორიამ.

 

შეგახსენებთ, მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ნოვრუზის აღნიშვნისას აფეთქება მოხდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „სინჰუა“ იუწყება, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.

 

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 23 კი დაშავდა.

 

ამ ეტაპზე ჯერ უცნობია თუ ვინ დგას აღნიშნული ტერაქტის უკან.

მალიში, დიურას დასახლებულ პუნქტში მდებარე სამხედრო ბაზაზე ისლამისტების თავდასხმის შედეგად, მალის შეიარაღებული ძალების 21 სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

 

მალის თავდაცვის უწყებაში 21 ადამიანის სიკვდილი დაადასტურეს.

 

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა ერთ-ერთმა ტერორისტულმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ განახორციელა, თუმცა დაჯგუფების სახელი არ არის დასახელებული.

არქივი

« « » » ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?