Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9776
EUR
3.2956
RUR
0.0466
GBP
3.8444

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. ეს დამოკიდებულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის კომპეტენციასა და სტაბილურობაზე, - ეს განცხადება საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა დღეს მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ამერიკელმა დიპლომატმა ყურადღება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით საქართველოს პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

 

„სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას მინდა აღვნიშნო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის თუ ჯაველინების მიმართულებით. ხაზგასასმელია საქართველოს შესაძლებლობა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. საქართველოს ურთიერთთავსებადობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. მომავალ კვირას საქართველო მასპინძლობს ნატო-საქართველოს სწავლებას, რაც ნამდვილად უჩვეულოა, რომ ნატო-ს ეგიდით წარმოებული სწავლება ალიანსის არაწევრ ქვეყანაში იმართება.

 

ინსტიტუციონალიზაცია, რაზეც მინისტრმა იზორიამ და გენერალ-მაიორმა ჩაჩიბაიამ დღეს ისაუბრეს, ძალიან მაღალ დონეზეა. ამაზე მეტყველებს საქართველოს თავდაცვის ძალების უპრეცედენტო განვითარებაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ხელმძღვანელობის კომპეტენციისა და სტაბილურობის შედეგია. კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი ჩვენს ქვეყნებს შორის არასდროს ყოფილა“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ ქვეყნის ორ მეჩეთში მომხდარი სროლა, რომლის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, ტერორისტული აქტი იყო.

 

„ახლა უკვე ნათელია, რომ ამ თავდასხმის დახასიათება, როგორც ტერაქტის შეიძლება. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ნებისმიერ ექსტრემისტურ იდეოლოგიასთან მიმართებაში“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

 

ახალი ზელანდიის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ალ-ნურის მეჩეთში 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ლინვუდის მეჩეთში კი 10 ადამიანი. 20 ადამიანი კი ჰოსპიტალიზირებული იყო.

 

ჯასინდა არდერნმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი ზელანდიის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის დონე გაიზარდა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თებერვალში უარი განუცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს ქერჩის სრუტეში გერმანიის სამხედრო გემების გაგზავნაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

 

Bloomberg -ის ინფორმაციით, 16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მაიკ პენსმა ანგელა მერკელს შესთავაზა სამხედრო გემები გაეგზავნა ქერჩის სრუტეს გავლით. როგორც Bloomberg აღნიშნავს, გერმანიის კანცლერმა უარი თქვა მაიკ პენსის ამ შეთავაზებაზე.

 

აღნიშნული ინიციატივა ასევე არ გაიზიარა საფრანგეთის ხელმძღვანელობამ.

 

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg აღნიშნავს, რომ ანგელა მერკელსა და მაიკ პენსს შორის შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ანგელა მერკელმა გააკრიტიკა აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და ასევე განაცხადა, რომ შეუძლებელია ევროკავშირის გაზის ბაზრიდან რუსეთის გამორიცხვა.

 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ანგელა მერკელი შეშფოთებული იყო მაიკ პენსის განცხადებებით, რომელიც ცდილობდა ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაერწმუნებინა იმაში, რომ უარი ეთქვათ „ჩრდილოეთ ნაკადი - 2“-ის მშენებლობაზე.

 

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა „ეფ ეს ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა. 24 უკრაინელი მეზღვაური რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. მათ ბრალი რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით წაუყენეს.

განცხადებები, თითქოსდა ეს საამაყო ინსტიტუტი - ქართული ჯარი 90-იან წლებს უბრუნდება, არის თითოეული ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელი - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა ახალწვეულის ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს სამხედრო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან და აღნიშნა, რომ ეს კრიტიკა დაუმსახურებელია.

 

„ქართული ჯარი ასეთ დაუმსახურებელ კრიტიკას, იმიჯის და ზოგადად ავტორიტეტის შემლახავ დამოკიდებულებას ძალიან სენსიტიურად აღიქვამს. მათ წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს, იმისთვის, რომ შეიარაღებული ძალები იყოს ინსტიტუციურად ძლიერი და აღიარებული.

 

ეს არ არის მათი ან ჩემი სუბიექტური შეფასება. ეს არის ცივილიზებული სამყაროს აღიარება, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში. ეს გუშინ ნატო-ს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშშიც დადასტურდა.

 

განცხადებები, თითქოსდა ეს საამაყო ინსტიტუტი 90-იან წლებს უბრუნდება არის თითოეული საამაყო ჯარისკაცისთვის შეურაცხმუოფელი.

 

როდესაც გვესმის განცხადებები, რომ სისტემური ხასიათი მიიღო ასეთი ტიპის დანაშაულებებმა, არის ღიმისლისმომგვრელი სწორედ მათთვის, ვინც წლების განმავლობაში აქ მსახურობდა და იცის რა პრობლემები იყო აქ.

 

ერთეულ შემთხვევებზე რომელიც ყველაგან ხდება, ისეთი განცხადებების გაკეთება თითქოსდა ეს არის სისტემური ხასიათის, არის თითოეული ჩვენგანისთვის დიდი შეურაცხყოფა“, - განაცხადა იზორიამ.

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში ორ მეჩეთში ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო 27 დაღუპულზე.

 

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.

 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს.

 

თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

 

აქვე, „დეილი მეილი“ ავრცელებს სურათს, სადაც ერთ-ერთი დაკავებულის იარაღზე დაწერილი იყო სხვადასხვა სახელები, მათ შორის ქართულ ენაზე დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იარაღზე დატანილია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც წარსულში „მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს“.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიღწეული შეთანხმება რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის შესყიდვის შესახებ დასრულებულია და გადახედვას არ ექვემდებარება.

 

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა, რომ მომავალში ანკარამ შესაძლოა, რუსეთისგან С-500-ის შესყიდვის შესაძლებლობა განიხილოს.

 

„С-400-ის საკითხი უკვე დასრულებულია. არავითარ შემთხვევაში უარს არ ვიტყვით მის შესყიდვაზე. მივაღწიეთ შეთანხმებას რუსეთთან. შესაძლოა, ერთობლივი წარმოებაც გვქონდეს. С-400-ის შემდეგ შესაძლოა, С-500-ის შესყიდვის ვარიანტები განვიხილოთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს შეიარაღბული ძალების ევროპის სარდლობის მეთაურმა გენერალმა კურტის სკაპაროტიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მიჰყიდოს თურქეთს გამანადგურებელი-ბომბდამშენი F-35, თუ ანკარა უარს არ იტყვის რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-400-ის შესყიდვაზე.

 

„ჩემი საუკეთესო სამხედრო რჩევა იქნება, რომ არ უნდა გადავცეთ F-35 ისეთ მოკავშირეს, რომელიც რუსეთის სისტემებს იყენებს, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

მტრის წისქვილზე ასხამს წყალს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

გენერალ-მაიორი გამოეხმაურა იმ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ჯარში სისტემური პრობლემებია.

 

„მტრის წისქვილზე ასხამს წყალს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია. სამწუხაროა ის, რომ ნებსით თუ უნებლიედ, ბევრი ადამიანი ხდება საქართველოს მტრების ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი. ეს არის სამწუხარო ფაქტი, როდესაც საქართველოს ძალები აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო მისიებში და თავისი მაღალი დისციპლინით გააქვთ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ. დისციპლინის საკითხი არ არსებობს არსად უნივერსალური. ყველაგან არის გამოწვევა და ამ გამოწვევებს სჭირდება მყისიერი რეაგირება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ყოველთვის", - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში ორ მეჩეთში ცეცხლის გახსნის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას New Zealand Herald-ი ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთი პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, უკვე დააკავა.

 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს.

 

თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მიჰყიდოს თურქეთს გამანადგურებელი-ბომბდამშენი F-35, თუ ანკარა უარს არ იტყვის რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-400-ის შესყიდვაზე, - ამის შესახებ ამერიკის ევროპის სარდლობის მეთაურმა გენერალმა კურტის სკაპაროტიმ განაცხადა.

 

„ჩემი საუკეთესო სამხედრო რჩევა იქნება, რომ არ უნდა გადავცეთ F-35 ისეთ მოკავშირეს, რომელიც რუსეთის სისტემებს იყენებს, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

 

მისივე თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები ამჟამად თურქეთში იმყოფებიან და თურქ კოლეგებს განუმარტავენ, თუ რა შედეგები მოჰყვება С-400-ის შესყიდვას.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, ანკარა რუსეთისგან С-400 კლასის თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეიძენს.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პროგრესი და ეს არის ჩვენი სიამაყის საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მინისტრი გამოეხმაურა ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც ჯარში სისტემური პრობლემებია.

 

„ჩვენი „კეთილმოსურნეები" ხშირად ამბობენ, თითქოსდა არის ინსტიტუციური პრობლემები. მინდა მათ გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით და არავის მივცემთ უფლებას, რომ თქვენს იმიჯს, თქვენს ინსტიტუციურ განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს. რა თქმა უნდა, ყველა სოციუმში და მათ შორის ჯარში რაც არ უნდა განვითარებული ქვეყანა იყოს, ხდება სამწუხაროდ სამართალდარღვევები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ამას არ ჰქონდეს სისტემური ხასიათი და მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პროგრესი და ეს არის ჩვენი სიამაყის საფუძველი", - განაცხადა ლევან იზორიამ.

ვაშინგტონთან სამხედრო ურთიერთობების კუთხით თურქეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება, თუ რუსულ საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400-ს მიიღებს. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩარლზ სამერსმა განაცხადა.

 

„თუ თურქეთი С-400-ს მიიღებს, ეს სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ჩვენ ორმხრივ სამხედრო ურთიერთობებში“, - განაცხადა ჩარლზ სამერსმა.

 

აშშ-ს თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ С-400-ის შესყიდვა გავლენას მოახდენს თურქეთისთვის ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Patriot-ის და ბომბდამშენის F-35-ის მიყიდვაზე.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის განთავსება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.

რუსეთში, ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში სამი ისლამისტი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებსა და პოლიციელების მკვლელობას გეგმავდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის შს სამინისტრო ავრცელებს.

 

„აღკვეთილია ტერორისტული ქსელის საქმიანობა, რომლის წევრები იზიარებდნენ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიას და მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ჩრდილოეთ კავკასიაში იატაკქვეშა ორგანიზაციებთან“, - განაცხადა რუსეთის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა.

 

მისივე თქმით, „ბოევიკები“ განიხილავდნენ მნიშვნელოვან ობიექტებზე და სამართალდამცველებზე თავდასხმებს.

 

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები და იარაღი ამოიღეს

არქივი

« « » » ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?