Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9776
EUR
3.2956
RUR
0.0466
GBP
3.8444

აშშ „ალ ქაიდას“ ყოფილი ლიდერის ოსამა ბინ ლადენის შვილის, ჰამზას შესახებ ინფორმაციისთვის 1 მილიონ დოლარს გაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჰამზა ბინ ლადენი ისლამისტი ტერორისტების მთავარი ლიდერი ხდება. ბოლო წლებში მან გამოაქვეყნა აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომელშიც აშშ-ის წინააღმდეგ მოწოდებები ისმოდა, რათა ისლამისტებს შური ეძიათ დაღუპული ოსამა ბინ ლადენისთვის.

 

ოსამა ბინ ლადენი სპეცრაზმმა პაკისტანში 2011 წელს მოკლა.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ მალიში ტერორისტული დაჯგუფება „ალ ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

 

იაქია აბუ ალ-ჰამამი და კიდევ ათი ტერორისტი მაშინ მოკლეს, როდესაც ავტოკოლონით ქალაქ თიმბუქტუსტან გადაადგილდებოდა. ოპერაციაში საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მასში ჩართული იყო სამხედრო ვერტმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები.

 

ალ-ჰამამი პასუხისმგებლად ითვლება ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკაში დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეთა გატაცებებსა და მკვლელობაში, მათ შორის 2009 წელს აშშ-ის მოქალაქის მკვლელობაში. იმვე წელს მან მონაწილეობა მიღო მავრიტანიაში საფრანგეთის საელჩოზე თავდასხმაში.

 

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო მას მთელი რიგი ტერაქტების ფინანსისტს უწოდებს. ალ-ჰამამი „ალ-ქაიდაში“ შემავალი დაჯგუფება „Emirat Sahara“-ს მეთაურად მიიჩნეოდა.

უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შეუძლებელია, ევროპას ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები და ეს ძალიან ძლიერი გზავნილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებისგან მოისმინა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

 

“შავ ზღვას საქართველოში აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობრები კიდევ უფრო დაგვეხმარებიან, რომ სწორედ საქართველოში გავაძლიეროთ უსაფრთხოების სისტემები, შევიტანოთ ჩვენი წვლილი იმაში, რომ შავი ზღვა იყოს დაცული უსაფრთხო და შესაბამისად - ევროკავშირი და ნატოს წევრი ქვეყნები. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ექსპერტის მოსაზრება, რომ რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინის მიმართ არის რისკის შემცველი მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის გამოწვევა მთელი თავისუფალი სამყაროსთვის, ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენს საერთაშორისო მისწრაფებებში, რომ საქართველო აუცილებლად გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. საქართველო წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული კონფერენცია საქართველოსთვის, ჩვენი დელეგაციისთვის”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ნატო-ს სამხედრო პოტენციალის გაზრდა არღვევს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების სისტემას და რუსეთს აიძულებს საპასუხო ზომები მიიღოს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

 

„ორჯერ გაიზარდა ნატო-ს სწავლების მასშტაბები და ინტენსიურობა, რომელშიც უფრო აქტიურად მონაწილეობენ ნატო-ს არაწევრი ქვეყნები უკრაინა და საქართველო. ამგვარი ქმედება არღვევს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების სისტემას“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

სერგეი შოიგუს თქმით, გრძელდება ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ნატო-ს ბაზირების სისტემის განვითარება.

 

„ამგვარ ვითარებაში ჩვენ იძულებულნი ვართ ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ“, - დასძინა მან.

საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ გადასროლისწინა საჩვენებელ სწავლებას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ და პრაქტიკულ სწავლებებში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობას გაეცნენ. ამის შესახებ „გლობალპრესს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

 

მათი ინფორმაციით, „ალგეთში“ ავღანეთში გადასროლისწინა მომზადებას საქართველოს თავდაცვის ძალების 43-ე ქვეითი ბატალიონი გადის, რომელშიც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ. დღეს მათ სწავლების ფარგლებში გამართულ ჩხრეკა-კორდონის ოპერაციაში ავღანეთის ადგილობრივი მოსახლეობა განასახიერეს.

 

„დრამის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი შალუტაშვილი, რეჟისორები - გიორგი სიხარულიძე და იოსებ ნემსაძე საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებსა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს გაესაუბრნენ.

 

43-ე ქვეითი ბატალიონი საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ შუალედურ შეფასებას გადის. სწავლებას სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების მომზადების ცენტრი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ხელმძღვანელობს. საველე წვრთნები ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას, კონტაქტზე რეაგირებასა და სხვა სამშვიდობო ამოცანას მოიცავს. ბატალიონის სწავლება საქართველოში 22 თებერვალს დასრულდება. საქართველოში შეფასების შემდეგ, გადასროლისწინა სწავლების ფარგლებში, სამხედროები დასკვნით სწავლებას გერმანიაში გაივლიან, შემდეგ კი ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს პემიერ-მინისტრმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სესიაზე მრავალმხრივ წარმოადგინა საქართველო და მონაწილეებს მიაწოდა სრული სურათი, როგორც ქვეყნის მიღწევების, ისე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

 

მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი შეეხო ყველა ძირითად საკითხს, აქცენტები გააკეთა როგორც ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასა და რუსეთის აგრესიაზე, ისე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის აუცილებლობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით.

 

„პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე და ხელშესახებ შედეგებზე, რაც საქართველოს გააჩნია ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისაუბრა ასევე ეკონომიკურ განზომილებაზე, მათ შორის საქართველოს როლზე არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმ მნიშვნელოვან ეკონომკიურ პოტენციალზე, რომელიც ქვეყნას აძლევს საშუალებას, მიუხედავად რთული გარემოსი, დააფიქსიროს ეკონომიკური ზრდა. აქცენტი ასევე გაკეთდა ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესზე, იმაზე, რომ საქართველო არის წინ წასული ინტეგრაციული ნაბიჯებით ყველა სხვა ასპირანტ ქვეყანასთან შედარებით და ამას სჭირდება ადეკვატური ნაბიჯები ნატო-ს მხრიდან“,- განაცხადა მინისტრმა.

 

მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფართოდ იყო წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის, ყველა ძირითად პანელზე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მოხსენიებულია, არა მხოლოდ მისდამი მიძღვნილ დისკუსიებზე, არამედ ბევრი ლიდერის და ექსპერტის მხრიდან კონფერენციის ფარგლებში.

 

„მიუხედავად უმწვავესი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა საქართველო მუდმივად დგას დღის წესრიგში. მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს დაეთმო სამი დამოუკიდებელი ღონისძიება, მათ შორის ორი პარალელური სესია, რომლიდანაც ერთი საქართველოს მიერ იყო ორგანიზებული. ხოლო მეორეზე, რომელიც თავად კონფერენციის და გერმანიის ატლანტიკური საბჭოს მიერ გაკეთდა, საქართველო მიწვეული იყო მთავარ მომხსენებლად. საქართველოს ასევე დაეთმო ერთ-ერთი მთავარი სესია, რომელიც მიეძღვნა აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებას, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მთლიანობაში საქართველოს მონაწილეობა მიუნხენის კონფერეციაში იყო წარმატებული“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

 

ინფორმაციას ვიზიტის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსი იან ბითნერი განმარტავს, რატომ ჭიანურდება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე ბუნდესრატის მიერ გადაწყვეტილების მიღება.

 

იან ბითნერმას განცხადებით, იმ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება მაროკოსთან, ალჟირთან და ტუნისთან ერთად უნდა მოხდეს, აზრთა სხვადასხვაობაა.

 

„რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას, გერმანიის პარლამენტის პირველმა პალატამ, ბუნდესტაგმა გადაწყვიტა, საქართველო, მაროკოსთან, ალჟირთან და ტუნისთან ერთად უსაფრთხო ქვეყნად გამოეცხადებინა, მაგრამ საჭიროა საკანონმდებლო ორგანოს მეორე პალატის - ბუნდესრატის თანხმობა. ბუნდესრატის თანხმობა გარანტირებული არ არის და ამიტომ შეუძლებელია, კონკრეტულ თარიღზე ვისაუბროთ. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მწვანეთა პარტიაში არსებობს აღნიშნული კანონის მიმართ კრიტიკა.

 

საქმე ეხება მაროკოში, ალჟირსა და ტუნისში მდგომარეობის განსხვავებულ შეფასებას. საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი პარტიებს შორის არ არის საკამათო საკითხი. გერმანიაში საქართველო ითვლება სტაბილურ ქვეყანად, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები. მაგრამ რადგან ამ კანონის პაკეტში ოთხი ქვეყანაა გაერთიანებული, არ არსებობს იმის გარანტია, რომ საქართველო მალე გამოცხადდება უსაფრთხო ქვეყნად და ამიტომ არ არის ეს კანონი საბოლოოდ მიღებული. თუ საერთო შეთანხმება არ მოხდა, საქართველოსთვის ეს სტატუსი ისეთი სახით დარჩება, როგორც ახლა არის.

 

მიუხედავად ამისა, ის საკითხი, გამოცხადდება თუ არა საქართველო უსაფრთხო ქვეყანად, საქართველოს მოქალაქეებისთვის თითქმის არ გამოიწვევს ცვლილებებს. დღესაც, საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნათა დაკმაყოფილება თითქმის ნულის ტოლია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დღესაც არ არსებობს გერმანიაში თავშესაფრის მიღების შანსი.

 

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანა. მან შეიმუშავა ეს კანონპროექტი, რომელსაც შემდეგ ბუნტესტაგმა დაუჭირა მხარი“, - განაცხადა გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსმა იან ბითნერმა.

რუსეთი და აშშ ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. ამას მოწმობს გერმანული ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ევროპის შვიდ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვა. ამის შესახებ იუწყება „Onet.pl“.

 

ამ ქვეყნებში გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა და ახალი ომის საფრთხეს ხედავს. პოლონეთში რესპონდენტების 77 %, უკრაინაში კი 67 % მიიჩნევს, რომ საფრთხის მთავარი წყარო რუსეთია. გამოკითხული გერმანელების ნახევარი ფიქრობს, რომ საფრთხეს, უპირველესად, აშშ ქმნის. ანალოგიურად ფიქრობს ოთხიდან ერთი ფრანგი.

 

რესპონდენტები, ძირითადად, შეშფოთებულები არიან შეიარაღებული კონფლიქტებით, ტერორიზმით და კლიმატის ცვლილებით. ომის საფრთხეს, უმეტესად, ხედავენ უკრაინაში, პოლონეთსა და რუსეთში. პოლონელები მიიჩნევენ, რომ მათმა ქვეყანამ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს.

 

რესპონდენტების უმეტესობა გერმანიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში და სერბების 80 % მიიჩნევენ, რომ მათი ქვეყანა უფრო მეტად უნდა თანამშრომლობდეს რუსეთთან, ვიდრე მანამდე თანამშრომლობდა.

2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის, რომ შავი ზღვის რეგიონი ევროპისა და ნატოსთვის სულ უფრო პრიორიტეტული ხდება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

 

“2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას. დღეს ზოგიერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ეს არის აღმოსავლეთ ევროპისკენ მიმართული საფრთხე. ნება მომეცით, არ დავეთანხმო ამ მოსაზრებას. ეს საფრთხე ემუქრება მთელს ევროატლანტიკურ სამყაროს. ეს დიდი საშიშროებაა. ჩემი პოზიცია ასეთია - ვიდრე არ გვექნება ხელშესახები და ძლიერი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, ის მდგრადი ვერც ევროპაში იქნება. ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ. უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია იმ ერების ინიციატივებისა, რომლებსაც თავისუფლების და დემოკრატიის სწამთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის წინაშე მდგარ მტკივნეულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად საქართველოს აქვს დიდი წარმატების ისტორია.

 

“რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, მაგრამ გამძლე ერი ვართ. ყოველთვის ვცდილობ, ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ცივილიზაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია. ბოლოდროინდელი სოციალური აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების იდეას. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. რატომ? იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ერის ცივილიზაციური არჩევანია და ამ გზავნილის მიტანას ვცდილობთ ჩვენს კარგ მეგობრებთან დასავლეთში”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

თემატურ დისკუსიაში, რომელსაც ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტი იან ბრემერი მოდერატორობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მონაწილეობდნენ.

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს

სირიის პროვინცია ჰამაში ავტომანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად სულ მცირე 24 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.სააგენტო „სანას“ ცნობით, ტერიტორია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებმა დანაღმეს. არსებული მონაცემებით, აფეთქება ბადი-ელ-აზიბის რაიონში მოხდა. მანქანაში მუშები იმყოფებოდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპაში ვაშინგტონის პარტნიორებს თხოვნით მიმართავს, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ასობით „ბოევიკი“ მიიღონ, რომლებიც ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა შეიპყრეს სირიაში ოპერაციის დროს. შესაბამისი ჩანაწერი მან „ტვიტერის“ პირად გვერდზე განათავსა.

 

„აშშ სთხოვს დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და სხვა ევროპელ მოკავშირეებს, სირიაში შეპყრობილი „ისლამური სახელმწიფოს“ 800-ზე მეტი „ბოევიკი“ მიიღოს და გაასამართლოს. ხალიფატი მალე დაეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგი არაფერი მოხდება - მოგვიწევს მათი გათავისუფლება“, - წერს ტრამპი.

 

მისი მტკიცებით, ვაშინგტონს არ სურს, რომ ჯიჰადისტებმა ევროპა წალეკონ.

 

„ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ და უამრავ რესურსს ვხარჯავთ. ახლა კი, დროა, სხვებიც ჩაერთონ და ის სამუშაო შეასრულონ, რომლის განხორციელებაც მათ შეუძლიათ“, - აცხადებს ამერიკის ლიდერი, რომელიც ადასტურებს, რომ ამერიკის შეიარაღებული ჯარები სირიიდან გადიან.

ვაშინგტონი გულხელდაკრეფილი არ უყურებს იმას, თუ როგორ ყიდულობენ მოკავშირეები შეიარაღებას პოტენციური მოწინააღმდეგებისგან, - ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.

 

„ისე უბრალოდ არ ვუყურებთ იმას თუ როგორ ყიდულობენ ჩვენი მოკავშირეები შეიარაღებას ჩვენი მოწინააღმდეგებისგან. დასავლეთში მშვიდობის გარანტიებს ვერ უზრუნველვყოფთ, თუ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთზე არიან დამოკიდებულნი“, - განაცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს რუსეთის მხარემ დაადასტურა С-400-ის გაყიდვის შესახებ თურქულ მხარესთან კონტრაქტის გაფორმება. თურქეთი ნატო-ს პირველი წევრი სახელმწიფო გახდება, რომელსაც შეიარაღებაში საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 ექნება.

 

აშშ-ს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თურქეთმა, როგორც ნატო-ს წევრმა, რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 არ უნდა შეისყიდოს.

არქივი

« « » » ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?