Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9776
EUR
3.2956
RUR
0.0466
GBP
3.8444

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის 55-ე ფარგლებში ხვალ მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. ამის შესახებ „გლობალპრესს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 

მათივე ცნობით, მამუკა ბახტაძესთან ერთად, დისკუსიაში რამდენიმე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური ჩაერთვება.

 

“საუბარი იქნება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, რათა განისაზღვროს სამომავლო პერსპექტივები აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ხვალვე, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მოწვეული მაღალი დონის სტუმრები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელებენ.

რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში ჩვენი უსაფრთხოებისა და ცხოვრების წესისთვის უშუალო გამოწვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

 

“რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, გასული წლის ნოემბერში უკრაინულ გემებზე უმიზეზოდ თავდასხმა და მიმდინარე ჰიბრიდული ომები ჩვენს და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ უშუალო გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოებისა და ცხოვრების წესისთვის”, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

 

მაიკ პომპეომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ “რუსეთს ევროპაში დომინირების დიდი გეგმები აქვს”.

 

“რუსეთს ევროპაში დომინირების დიდი გეგმები აქვს და სურს თავისი გავლენა განამტკიცოს მსოფლიო არენაზე. ვლადიმერ პუტინი ცდილობს განხეთქილება შეიტანოს ნატო-ში, დაასუსტოს აშშ და ძირი გამოუთხაროს დასავლურ დემოკრატიებს”, - დასძინა მან.

აშშ-ის საზღვაო ხომალდის შემოსვლა დასტურია იმ მტკიცე თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანასთან გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განუცხადა. მისი თქმით, ასეთი ტიპის თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის უზრუნველყოფს უსაფრთხოების განმტკიცებას შავი ზღვის რეგიონში.

 

„ამ ხომალდის შემოსვლა დასტურია იმ მტკიცე სტრატეგიული თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანასთან გვაქვს. ასეთი თანამშრომლობა უზრუნველყოფს შავი ზღვის რეგიონსა და ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ეს თანამშრომლობა მაღალ ხარისხშია აყვანილი და შემდგომშიც გვექნება მსგავსი ვიზიტები“, - განაცხადა იზორიამ.

 

21 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Donald Cook (DDG 75) რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში, ბათუმის ნავსადგურში შევიდა. ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, Donald Cook (DDG 75) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი, რომელიც ექსპლუატაციაში ჩაეშვა 1998 წელს.

 

შავ ზღვაში ყოფნისას სამხედრო ხომალდი Donald Cook მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და მეექვსე ფლოტის მიზნებს. ხომალდის ვიზიტი ხელს შეუწყობს აშშ-ის რეგიონული პარტნიორების საზღვაო უსაფრთხოების, სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

 

მათივე ცნობით, Donald Cook-ის შემოსვლა შავ ზღვაში ხაზს უსვამს ამერიკის როლს ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის სფეროში. ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება მოკავშირეების გაძლიერებით თანამშრომლობის გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზად უნდა იყოს ახალ რეალობაში ქმედებებისთის, რომლის პირობებშიც რუსეთი მნიშვნელოვან ბირთვულ სამხედრო სიმძლავრეებს თავის ევროპულ საზღვრებთან განათავსებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო რუსეთისთვის ტოვებს „ფანჯარას“ 6 თვის განმავლობაში აღადგინოს მცირე და საშუალო სიშორის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება. სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ისე, რომ არ დაელოდოს ამ პერიოდს, უნდა მოემზადოს არსებული შეთანხმების მოქმედების შეწყვეტისთვის.

მომავალ კვირას აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სრული გათავისუფლების შესახებ ოფიციალურად განაცხადებს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

 

„მომავალ კვირას ოფიციალურად იქნება გამოცხადებული „ხალიფატის“ ტერიტორიის 100%-იანი გათავისუფლების შესახებ, თუმცა მინდა დაველოდო ოფიციალურ განცხადებას და არ გავუსწრო მოვლენებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ 51.8 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გავათავისუფლეთ“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

 

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ სირიიდან ჯარებს გამოიყვანს, თუმცა განაგრძობს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში.

 

„ტერორიზმის პრობლემა სულ უფრო მცირე და მცირე იქნება და ოდესღაც, შესაძლოა, საერთოდ არ ვიფიქრებთ მასზე. მოუთმენლად ველოდები ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც სირიიდან დაბრუნდებიან“, - აღნიშნა მან.

ავღანეთში, ვარდაკის პროვინციაში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მიერ სამხედრო კომპლექსზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 126 ავღანელი ძალოვანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

„გვაქვს ინფორმაცია, რომ 126 ადამიანი დაიღუპა სამხედრო საწვრთნელ ცენტრში აფეთქების შედეგად“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტოს წყარომ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროში.

 

ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოესი დღე-ღამის განმავლობაში მოსალოდნელია „კარგი ამბები“ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის თემაზე.

 

„იქნება უამრავი კარგი ამბავი, რომლებიც სირიასა და ჩვენს წარმატებას შეეხება ხალიფატის განადგურებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გამოცხადდება უახლოესი 24 საათის განმავლობაში“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

რამდენიმე დღის წინ, 6 თებერვალს ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას შესაძლოა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაპყრობილი ტერიტორიების 100 %-ით გათავისუფლების შესახებ გამოცხადდეს.

ლიეტუვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტი ყოველწლიურ ანგარიშში რუსეთს ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ ასახელებს.

 

ანგარიშის თანახმად, რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ ლიეტუვის მოქალაქეების გადაბირებას, ხოლო ადგილობრივი პოლიტიკოსები და საზოგადოებრივი მოღვაწეები, რომლებსაც კონტაქტები აქვთ რუსეთსა და ბელარუსში ან ნათესავები ჰყავთ, ხშირად კრემლის დაინტერსების ობიექტები ხდებიან.

 

ლიეტუვის დაზვერვის წარმომადგენლების განცხადებით, „რუსული სპეცსამსახურები მანიპულირებას ახდენენ საბჭოთა წარსულისა და მისი ნოსტალგიის თემით და ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ პროპაგანდას ავრცელებენ“.

 

კიბერუსაფრთხოების სფეროში მთავარ საფრთხედ ასევეა დასახელებული რუსული სპეცსამსახურები, რომლებიც, ინფორმაციას აგროვებენ, IT-სისტემების მუშაობას აფერხებენ და გავლენის ოპერაციებში ერთვებიან.

 

ლიეტუვას სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტში და სამხედრო დაზვერვაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთი ლიეტუვას წინააღმდეგ ტექნოლოგიურად დახვეწილ კიბერინსტრუმენტებს იყენებს, რომელთა გამოვლენა უსაფრთხოების ჩვეულებრივი სისტემების მეშვეობით შეუძლებელია.

 

რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ დასახელებულია არჩევნები, რომელიც ლიეტუვაში წელს უნდა გაიმართოს. საუბარია ადგილობრივ, საპრეზიდენტო და ევროპარლამენტის არჩევნებზე.

თურქეთს დამოუკიდებლად შეუძლია „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება, საკმარისია აშშ-მ ანკარას მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

 

„ჩვენი ძალებით უზრუნველვყოფთ ჩვენი საზღვრების დაცვას. ჩვენით გავუმკლავდებით „ისლამურ სახელმწიფოს“. პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი: საკმარისია თუ მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას გაგვიწევთ. მანბიჯსაც ავიღებთ და პატრონებს დავუბრუნებთ“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას.

 

აქამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში საჭიროა 30 კილომეტრის სიღრმის ბუფერული ზონის შექმნა. თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ ქალინმა ამ იდეას მხარი დაუჭირა.

სომხეთი აპირებს რუსეთისგან ახალი მოიერიშე თვითმფრინავები „Су-30 СМ“ შეიძინოს. ოთხი თვითმფრინავი ქვეყანას უკვე შეძენილი აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა განუცხადა.

 

„ჩვენ არ დავჯერდებით ოთხი მოერიშე თვითმფრინავის შეძენას“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, თვითმფრინავები სომხეთში ჯერ არ ჩაუყვანიათ.

 

მინისტრის ინფორმაციით, ეს არის ყველაზე საუკეთესო, გამოცდილი, თანამედროვე მრავალფუნქციური მოიერიშეები. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღების შეძენის პროცესი რუსეთის მიერ გამოყოფილი 100 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტის ფარგლებში, რეალიზაციის სტადიაშია.

ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, საჭიროა ხელი შევუშალოთ დაქსაქსული რაზმების გაერთიანებას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 

„ყველა, ვინც სპეციალურად დაკავებულია ამ პრობლემით, აღიარებს, რომ სადამ ჰუსეინის არმიის ყოფილი ოფიცრები ძირითადად განსაზღვრავენ „ისლამური სახელმწიფოს“ ოპერაციების წარმატებას, როდესაც „ისლამური სახელმწიფო“ შედეგებს აღწევს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, „ეს არ ნიშნავს, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა დასრულებულია“.

 

„როგორც იტყვიან, ხერხემალში გადავტეხეთ „ისლამური სახელმწიფო“, თუმცა დარჩენილია დაქსაქსული რაზმები და მათ გაერთიანების საშუალება არ უნდა მივცეთ“, - დასძინა მან.

ავღანეთში, სამხრეთის პროვინცია ლოგარის გუბერნატორის ავტოკოლონაზე თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა, რომლებიც ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წევრები არიან. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

 

ლოგარის პოლიციის პრესმდივნის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანა მთავარ გზატკეცილზე ააფეთქა. თავად გუბერნატორი არ დაშავებულა. პრესმდივნის ცნობით, დაშავებულია 10 ადამიანი და მათი რაოდენობა კიდევ შეიძლება, გაიზარდოს.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება „თალიბანმა“. პროვინცია ლოგარი დედაქალაქ ქაბულიდან 75 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და დედაქალაქისკენ მიმავალ სტრატეგიულ გზად მიიჩნევა.

არქივი

« « » » ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?