Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9781
EUR
3.3
RUR
0.0467
GBP
3.8549

ესპანეთში, კატალონიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 17 ადამიანი დააკავეს. კატალონიის შს მინისტრის მრჩევლის მიკელ ბუკას განცხადებით, დაკავებულები ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ.

 

სპეცოპერაცია „ალექსანდრია“ დღეს დილით დაიწყო. სამართალდამცველები ბარსელონაში და იგუალადში ჩხრეკას ატარებენ. სპეცოპერაციაში ასამდე პოლიციელია ჩართული.

 

გამოცემა La Vanguardia-ს ინფორმაციით, საუბარია ისლამისტურ ქსელზე, რომლის ბირთვს ექვსი ალჟირელი წარმოადგენს.

 

არსებული ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ ქსელთან დაკავშირებით გასულ წელს დაიწყო.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები თავის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებების წევრებს იფარებენ.

 

„ევროპელები, მათ შორის დანია, ნიდერლანდები და საფრანგეთი იფარებენ „მოჯაჰედინ ე ჰალკის“ ტერორისტებს, რომლებიც სადამ ჰუსეინის დანაშაულს ქურთების წინააღმდეგ მხარს უჭერდნენ და 12 ათასი ირანელის სიკვდილში არიან დამნაშავე. ირანის მიმართ ბრალდებები ევროპას ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

აქამდე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლებას კავშირი აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე მომხდარ თავდასხმებთან.

 

შარშან ნიდერლანდების ხელისუფლებამ ორი ირანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, ვინაიდან არსებობდა ეჭვი, რომ მათ კავშირი ჰქონდათ საფრანგეთში და დანიაში მომხდარ თავდასხმებთან.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში წუხელ, გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს.

 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს #17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა.

 

როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ახალგაზრდა მუცლისა და გვერდის არეშია დაჭრილი, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა მძიმეა.

 

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ახალწვეულმა სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

 

„მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ მანკასარიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

 

იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად ხაჩატურ მანკასარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა.

 

1998 წელს დაბადებული ხაჩატურ მანკასარიანი, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მანკასარიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს მე-17 განყოფილებაში 23 ოქტომბრიდან მსახურობს“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

კენიის დედაქალაქ ნაირობიში სასტუმრო კომპლექსზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის ერთი აშშ-ის მოქალაქეა.

 

ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

 

თავდასხმა გუშინ მოხდა. სასტუმროს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. მათ თავდაპირველად ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილების პარკინგზე აამოქმედეს, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა სასტუმროს ჰოლში თავი აიფეთქა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სომალიში მოქმედმა დაჯგუფება ალ შაბააბმა აიღო.

თურქეთი მიიჩნევს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სამხედრო კუთხით სირიაში დამარცხებულია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

თურქეთის ლიდერი აცხადებს, რომ ანკარა მზად არის სირიაში სიტუაციის ნორმალიზების გეგმა წარადგინოს.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან ჯარების გაყვანაზე სწორია.

 

„ეს დეტალურად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს სათანადო პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა აშშ-ს, საერთაშორისო თანამეგობრობის და სირიელი ხალხის ინტერესები იყოს დაცული. თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ამ ამოცანის შესრულების ძალა და განწყობა აქვს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, ანკარა განწყობილია დაამარცხოს „ისლამური სახელმწიფო“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები სირიაში.

ეგვიპტის უშიშროების ძალებმა გიზაში და სინის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში 40 „ბოევიკი“ გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შს სამინისტრო ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის ფარგლებში რეიდები ჩატარდა ექსტრემისტების ქსელის წინააღმდეგ, რომელიც თავდასხმას გეგმავდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ტურისტული ობიექტების წინააღმდეგ.

 

ჩხრეკის ფარგლებში ამოღებულია დიდი ოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობები.

 

შეგახსენებთ, რომ წუხელ კაიროში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ორი ვიეტნამელი ტურისტი ადგილზე გარდაიცვალა. მოგვიანებით საავადმყოფოში ეგვიპტელი გიდი და კიდევ ერთი ვიეტნამელი ტურისტი გარდაიცვალა. დაშავებულია 12 ადამიანი.

ქაბულის იმ რაიონში, სადაც დიპლომატიური მისიები და სასტუმროებია განთავსებული, მომხდარი აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 113 დაიჭრა. ამის შესახებ The Associated Press იუწყება.

 

ავღანეთის ხელისუფლების მონაცემებით, აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დაღუპულთა შორის, სამი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაჭრილები ქაბულის საავადმყოფოებში მოათავსეს. მათგან 23 ბავშვი და 12 ქალია. დაჭრილების უმეტესობა სამოქალაქო პირია.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უკვე აიღო დაჯგუფება „თალიბანმა“, რომლის განცხადებით, თავდასხმაში ხუთი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტი.

ეგვიპტეში, კოპტური ეკლესიის მიმდებარედ, ასაფეთქებელი მოწყობილობის განეიტრალების მცდელობისას პოლიციელი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.

 

მოწყობილობის აფეთქების შედეგად ორი ოფიცერი და ერთი თვითმხილველი დაშავდა. შემთხვევა კაიროს მახლობლად, ქალაქ ნასრში მოხდა.

 

როგორც BBC იუწყება, მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, მათივე ინფორმაციით, ისლამისტი მეამბოხეები კოპტების წინააღმდეგ დიდი ხანია გამოდიან. კერძოდ, 2016 წლიდან ჯიჰადისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კაიროში, ტურისტული ავტობუსი აფეთქდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს ოთხი ტურისტი ემსხვერპლა. დაშავდა 12 ადამიანი. მათ შორის ორი ეგვიპტელი, სადაინაც ერთი მძღოლი იყო.

 

ერთ-ერთი ვერსიით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც ტურისტული ავტობუსი ეგვიპტის პირამიდებთან ახლოს იყო.

 

ავტობუსს 14 ვიეტნამელი ტურისტი გადაჰყავდა. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის ფარგლებში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

„ქალაქ ალმათიში ეროვნული უშიშროების კომიტეტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია უცხოელების ჯგუფი, რომლებიც ყაზახეთში ტერაქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი“, - ნათქვამია ყაზახეთის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

 

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოღებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია-წამალი.

 

„გამოძიების ვერსიით, დაკავებული პირები საზღვარგარეთ მყოფ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ დავალებით მოქმედებდნენ. ამავე მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება და შემდგომი შეიარაღებული თავდასხმა ალმათიში იგეგმებოდა“, - აღნიშნავენ ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტში.

მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, ნიგერის სამთავრობო არმიამ რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ორასზე მეტი ტერორისტი გაანადგურა. არმიამ ექსტრემისტების პოზიციებზე იერიში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიიტანა.

 

ნიგერის თავდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ სპეცოპერაციის დროს არმიას დანაკარგები არ აქვს.

 

„ბოკო ჰარამი“ ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც ნიგერიის, ნიგერის, კამერუნისა და ჩადის ტერიტორიებზე მოქმედებს. 2015 წელს დაჯგუფებამ ერთგულება გამოუცხადა „ისლამურ სახელმწიფოს“.

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთთან დაკავებული ადგილობრივი ოთარ სამნიაშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს.

 

სამნიაშვილი გუშინ დააკავეს. ამოქმედებული იყო „ცხელი ხაზი“ და მომხდართან დაკავშირებით მოხდა ევროკავშირის მისიის ინფორმირება.

 

ოკუპანტები ოთარ სამნიაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდნენ.

არქივი

« « » » ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?