Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9776
EUR
3.2956
RUR
0.0466
GBP
3.8444

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ადგილობრივი ოთარ სამნიაშვილი დააკავეს. მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

 

როგორც “გლობალპრესს“ სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის მისია. “ვადასტურებთ, რომ დაკავებულია ერთი პირი.

 

მიმდინარეობს მუშაობას მის გასათავისუფლებლად“, - აცხადებენ სუს-ში.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ისლამური ტერორიზმის მეორე ტალღა შეიძლება ემუქრებოდეს, - ამის შესახებ ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა იურგენ შტოკმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამგვარ სიტუაციას შეიძლება ეწოდოს „ისლამური სახელმწიფოს“ ვერსია 2.0“.

 

ინტერპოლის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ტერორისტების თანამზრახველები ციხეებში მცირე ვადის სასჯელს იხდიან, ვინაიდან მათთვის გამოტანილი განაჩენები არ იყო მიბმული კონკრეტულ თავდასხმებზე.

 

„ტერორიზმის მხარდამჭერების თაობა რამდენიმე წელიწადში გათავისუფლდება. ჯიჰადისტური დაჯგუფება დამარცხებული რომ ყოფილიყო გეოგრაფიულ ჭრილში, მისი მხარდამჭერები შეეცდებოდნენ მსოფლიოს სხვა რეგიონებში გადაბარგებას, მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ან აფრიკაში“, - განაცხადა შტოკმა.

რეკრუტის საქმეზე დაწყებულია გამოძიება. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების პროცესში დადასტურდა ან დადგინდა რომელიმე მხარის ბრალეულობა, მათ შორის საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსის, ჩვენს მიერ იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა განაცხადა.

 

„გუშინ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსის ელგუჯა ბიბინიძის მიერ ამავე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტ დავით ბერიშვილის შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაულით გათვალისწინებული სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილით. დავით ბერიშვილის მიერ გაჟღერებული ფაქტების და გარემოებების დეტალურად გარკვევის მიზნით საქმეზე მიმდინარეობს და ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. იმ შემთხვევაში თუ გამოძიების პროცესში დადასტურდა ან დადგინდა ბრალეულობა რომელიმე მხარის, მათ შორის საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსის, ჩვენს მიერ იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება",- განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსს რეკრუტი ცემაში ადანაშაულებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან ჯარების სრული გაყვანის განკარგულება გასცა, აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ ამერიკულმა მედიამ, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელა, ასევე ტრამპმა ,,ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ სრული დამარცხებულია, რაც მიზეზი გახდა, სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის.

 

შემდგომ   აღნიშნული ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანადერსმა ,,REUTERS”- თან დაადასტურა,,ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული გამარჯვება არ ნიშნავს გლობალურ კოალიციის მისიის, ან კამპანიის დასრულებას. ამერიკელი სამხედროების სახლში დაბრუნება დავიწყეთ, პარალელურად კამპანია ახალ ფაზაში გადადის“ - აღნიშნა სარა სანადერსმა

 

სენატორების აზრით, ამ ეტაპზე სირიიდან ჯარის გაყვანა ნაადრევია, რაც აშშ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

 

,,ჩვენ მივიჩნევთ, რომ ასეთი ქმედებები ამჟამად ნაადრევია და შეცდომაა, ეს არა მხოლოდ საფრთხეს უქმინის აშშ-ს უსაფრხოებას და დაცვას, არამედ ,,ისლამურ სახელმწიფოს“, ბაშარ ასადს, ირანს და რუსეთს ხელს უწყობს. სირიაში 2 000 -მდე ამერიკელი ჯარისკაცის ყოფნა ,,დაეშის“ ქვედანაყოფებთან ბრძოლაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფარია“ - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ სენატორები: ლინდსი გრემი, ჯონ ერნსტი, ანგუს კინგი, ტომ კოტონი და მარკო რუბიო

 

სენატორები აღნიშნავენ, რომ ამერიკული შეიარაღებული კონტიგენტის გაყვანის შემდგომ, სიარიაში შესაძლოა ,,ისლამური სახელმწიფო“ გააქტიურდეს, რაც რეგიონში ირანსა და რუსეთს უფრო თამამს გახდის, რომელიც მოკავშირეებში გამოიწვევს ნდობის შემცირებას.

 

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ევროიპელმა ლიდერებმაც გააკრიტიკა. შემდგომ ამერიკის თავდაცვის მდივანის ჯეიმს მატისის გადადგომაც მოყვა. ის პრეზიდენტისთის გაგზავნილ წერილში საუბრობს, რომ მთავრი მიზეზუ, რის გამოც თანამდებობას ტოვებს,არის პრეზიდენტთან შეხედულების შეუთავსებლობა ხაზს უსვამს ამერიკის სამხედრო ძალის განსაკუთრებულ როლს მსოფლიოში და მის მოკავშირეებთან მიმართებაში. .

 

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით ამერიკას ჯარი ავღანეთიდნაც გაყავს.

 

როგორც ამერიკული მედია იტყობინება სირიიდან ჯარის გაყვანას 60 დან 100 დღემდე დაჭირდება, რომელიც ამ დროისთვის სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით აშშ-ის 2 ათასამდე, ხოლო ავღანეთში 7000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,გლობალპრესსი"  ,,რონდელის ფონდის“ მკვლევარს ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. მისი შეფასებით, რადიკალურად ცვლის სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაცუას არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში, ასევე მან აღნიშნა რომ მიმდინარე პროცესები გამოიწვევს რეგიონში რუსეთის, ირანის და ასადის რეჟიმის პოზიციების გაძლიერებას.

 

ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებდით სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანას?

 

ტრამპის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, სასწრაფო წესით გაიყვანოს ამერიკული სამხედრო ნაწილები ჩრდილოეთ სირიიდან (პროქურთული ნაწილები ,,YPG“ აკონტროლებს), ბევრისთვის მოულოდნელი იყო, თვითონ ამერიკის ხელსიუფლებაშიც, ასევე მისივე მრჩევლებისთვისაც. ეს გადაწყვეტილება რადიკალურად ცვლის სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციას არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში.

 

ტრამპმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა "დაეშის" (ISIS) დამარცხება. თუმცა, რეალურად, როგორც ჩანს, მოხდა გარკვეული გარიგება ანკარასთან.

 

რეალურად, სირიიდან ამერიკელი ჯარის გასვლა ნიშნავს:

 

-იცვლება სიტუაცია სირიაში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში

 

-რეგიონში გაიზრდება რუსეთის პოზიციები, რუსეთან ერთად ძლიერდება ასადის რეჟიმის და ირანის პოზიციები, რაც თავის მხრივ, ამ ბალანსის ცვლილება მტკივნეული შეიძლება იყოს ზოგიერთი ქვეყნისთვის. მაგ: ისრაელისთვის, რომლისთვისაც ირანი წარმოადგენს ეგზისტენციულ საფრთხეს. თუ მანამდე ამ ტერიტორიების კონტროლი ისრაელისთვის გარკვეულ წილად იყო გარანტი იმის, რომ ამერიკელები იქყვე იყვნენ და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდენ, ახლა გასვლის შემდეგ ეს სიცარიელე იქმნება.

 

-სიტუაცია იცვლება თურქეთისთვისაც, რადგან ,,ქურთ ხალხთა თავდაცვის ნაწილებს“(YPG) ეგზისტენციულ საფრხედ მოიაზრებს, რომელიც თურქეთი მიიჩნევს ტერორისტრული ორგანიზაციად ,,ქურთისტანის მუშათა პარტიის“ გაგრძელებად სირიაში და აპირებს მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რაზე მოილაპარაკებენ რუსეთი, თურქეთი და ირანი, როგორც იცით ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა თურქეთში, სადაც სავარაუდოდ იქნებოდა სირიის საკითხის განხილვა.

 

ტრამპმა განაცხადა, რომ ,,ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა, რომლის გამოც სირიიდან ჯარი გაყვს. როგორ ფიქრობთ, დღეს, სირიაში  ,,ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია?

 

ISIS არ დამარცხებულა. ბოლო კვლევა, რაც არის სირიასა და ერაყში, ისევ ნარჩუნდება ,,დაეში“, რომელსაც დაახლოებით 14 000 მებრძოლი ყავს. რაც ეს ძალა ისევ წამოყოფს თავს. ამიტომ ჯერ არაფერი არ არის დასრულებული. ტერიტორიები რომელსაც ISIS აკონტროლებდა შემცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ მებრძოლები არ ყავთ, ან რესურსები არ აქვთ, პირიქით ესენი ახლა ერთად არიან თავმოყრილი.

 

ცვლილებეი დიდი იქნება ახლო ღმოსავლეთში, მათ შორის შეიძლება ერაყზეც აისახოს პირდაპირ, ზოგადად ეს სიტუაცია ჩვენზეც აისახება.

 

ტრამპის გადაწვეტილებას ამერიკაში როგორ შეხვდენ?

 

პენტაგონი, პრეზიდენტის ამ პოზიციას არ ეთანხმება. ტრამპი პრეზიდენტია მაგრამ პენტანგონს თავისი პოზიცია აქვს, არ ეთახმებიან იგივე რესპუბლიკელი კანონმდებლები, მათ ღიად დააფიქსირეს, რომ ეს არის მოკავშირეების მიტოვება და ეს არ არის ის ნაბიჯი, რომელსაც ელოდება მსოფლიო შეერთებული შტატებისგან.

 

ბევრი კომპონენტია, რაც ამ ერთ ნაბიჯს ახლავს. იგივე ბრიტანელების პოზიცია, რომელთაც ძალიან ობიექტური პოზიცია აქვთ. ისინი ამბობენ, რომ არაფერი არ არის დამთავრებული ანუ ,,დაეში“ არ არის დამარცხებული. ამიტომ ბრიტანელები ტრამპის ამ გადაწვეტილებას არ უჭერენ მხარს. თავიდან საფრანგეთმაც გამოაცხადა რომ აპირებს გასვლას, მაგრამ მერე თქვეს: ,,ჩვენ აქ ვრჩებით, რადგან ,,დაეში“ პრობლემაა“ . სახეზე გვაქვს დიდი ცვილებები და აქედან გამოწვეული ზიგზაგები.

 

თქვენ ახსენეთ, რომ შესაძლოა მოხდა გარკვეული სახის გარიგება ტრამპსა და ანკარას შორის, რა სახის შეთანხმება შეიძლება ყოფილიყო?

 

რამდენიმე დღის განმავლობაში სატელეფონო დიპლომატია მიმდინარეობდა ერდოღანსა და ტრამპს შორის, რათქმაუნდა ღიად ბევრი რამ არ არის ნათქვამი, მაგრამ განხილვის თემა იყო სირია და სიარიაში შექმნილი სიტუაცია. სწორედ ამას მოყვა ამერიკული ჯარის გაყვანა.

 

აშშ-ს გასვლის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მოსალოდნელი თურქული სამხედრო ოპერაციისას არ მოხდეს თურქულ-ამერიკული პირდაპირი დაპირისპირება ჩრდილოეთ სირიაში.

 

ქურთები, რეგიონში ამერიკის ერთერთი მოკავშირეა, რომლებსაც შტატებისგან ჰქონდათ უსაფრხოების კუთხით გარანტიები. როგორ ფიქრობთ, ტრამპის გადაწვეტილება ქურთებზე როგორ აისახება და როგორ დაიცავენ თავს?

 

თურქეთის ორი სამხედრო ოპერაცია მიმართული იყო, როგორც თურქები ამბობენ ტერორიზმის წინააღმდეგ, ერთი იყო ,,ეფრატის ფარი“, რომელიც 2016-2017 წწ განხორციელდა, მეორე კი 2018 წელს ,,ზეთისხილის რტო“ განხორციელა. ისინი ტერორისტებად განიხილავენ არა მხოლოდ ,,დაეშს“, არამედ ქურთულ ნაწილებსაც, რომლებიც მიაჩნია, რომ არის ქურთისტანის მუშათა პარტიის(PKK) გაგრძელება სირიაში. რათქმაუნდა შესაძლებელია მოყვეს დაბომბევბი, რომელიც თურქეთს რამოდენიმეჯერ აქვს განხორციელებული, თუმცა ის იყო ერთეული დაბომბვა, ახლა კი შეიძლება მივიღოთ უფრო მაშტაბიანი სამხედრო მოქმედებები. ამის მოსამზადებელი ნიშნები არსებობს, როდესაც ჩრდილოეთ სირიის საზღვართან, გარკვეულ წერტილებში მიიყვანა მძიმე ტექნიკა და სპეცნაწილები.

 

თურქეთი, ასევე შეეცდება ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე შევიდეს ოპოზიციური ნაწილების საშუალებით, რომლებიც პროთურქული ორინეტაციის არიან. ,,ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ,,ISIS” დაახლოებით 3 200 მებრძოლები ყავს დატყვევებული და არავინ იცის რას იზამენ, შეიძ₾ება გაუშვან კიდეც და ამით შეეცადონ თავდაცვას.

 

შესაძლებელია თუ არა დონალდ ტრამპი იძულებული გახდეს, გადაწვეტილება შეცვალოს და სირიაში დაბრუნდეს?

 

შესაძლებელია უკან დაბრუნების გადაწვეტილება მიიღოს, პოლიტიკაში ყველაფერი შესაძლებელია, რადგან აშშ-მ სირიაში შესვლის გადაწყვეტილებით დიდი რესურსი დახარჯა, იმისთვის რომ დასაყრდენი მოეპოვებინა, ახლა ამის ფაქტიურად ჩაბარებამ, შემდეგში შესაძლოა უფრო ძვირი დაუჯდეს, თუნდაც ისრაელთან მიმართებაში, რადგან აშშ-ს აქვს ვალდებულება დაიცვას ისარაელი. აქედან გასვლის შემხვევაში შეიძლება მოხდეს მოლაპარაკება და თურქეთს, რუსეთსა და ასადის რეჟიმს შორის ტერიტორიების გადაინაწილებასთან დაკავშირებით.

 

იმ ნაწილს, რომელსაც ირანი შემდეგში დაიკავებს, მოყვება სამხედრო ბაზების განთავსება, რომელიც გამოყენებული იქნება ისრაელის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ამერიკას მოუწევს არა იმ რაოდენობის ჯარების გადაყვანა, რაც დღეს ყავს, არამედ უფრო მეტი ჯარის შეყვანა, რაც თავის მხრივ უფრო მეტად მტკივნეული შეიძლება იყოს, რაც დროში კიდევ უფრო გაწელილი იქნება, ფინანსურადაც კი უფრო მეტი დაჯდება. ამ ყველაფერს არაერთი სირთულე შეიძლება მოყვეს.

 

აშშ ყოველთვის ჭირდება ყოფნა ადგილზე, საიდანაც ადვილი იქნება სიტუაციის გაკონტროლება საკუთარი მოკავშირეების დასაცავად ჩარევვა. ამის საშუალებას კი ტრამპის ეს გადაწვეტილება ართმევს.

 

მედიაში ექსპერტების ნაწილის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ამერიკული ჯარი ნატომ, გაერომ ან ევროკავშირის სამშვიდობო მისიებმა ჩაანაცვლეოს, როგორ ფიქრობთ არის შესაძლებელი?

 

ეს არ არის რეალური იქიდან გამომდინარე, რომ ამას ასადის რეჟიმი და რუსეთი არ დაუშვებს, ისეთი კონტინგენტის განთავსებას, სადაც თვითონ არიან, რომელიც ხელს შეუშლის საკუთარი მიზნების განხორციელბაში, არავინ არ მისცემს ამის საშუალებას.

 

ნაკლებად წარმოასდგენია გაეროსი, რადგან რუსეთს ვეტოს გამოყენების უფლება აქვს. არც ნატოს მისცეს უფლება იმ ტერიტორიაზე შესვლის, რომელსაც საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს. ასეთი მზაობა არც ნატოს მხრიდან შეიმჩნევა, მითუმეტეს ნატოს წამყვანი ქვეყანა არის აშშ. თუ ამერიკას შესვლა უნდოდა, აღარ გავიდოდა ან მინიმუმ ჩაანაცვლებდა, ეს არ ხდება სამწუხაროდ.

 

აქედან გამომდინარე კარგ განვითარებას არ უნდა ველოდოთ. იქნება რეაქციები, იქნება რეაქციები ისრაელიდანაც.

 

როგორი იქნება ისრაელის პოზიცია?

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი თავად დაიცვას საკუთარ უსაფროებას ანუ გააგრძელებს ბრძოლას სირიის ტერიტორიაზე, ირანის წინააღმდეგ, რაც შეიძ₾ება გამოიწვიოს დიდი სამხედრო დაპირისპირება, იმიტომ რომ პირველად მოხდა ირანი მიუახლოვდა მის მთავარ მოწინააღმდეგეს ისრაელს საგარეო პოლიტიკაში, რომელსაც მთავრ მტრად განიხილავს. ირანი არც აღიარებს ისრაელის არსებობას, მას ყოველთვის მოიხსენიებს, როგორც სიონისტურ რეჟიმს და მისი მიზანია გაანადგუროს სირაელი.

 

ის რომ ახლოს მივიდა სამხედრო ბაზებითაც, ისრაელისთვის წითელი ხაზებია, ეს კი ისრაელის მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორია, სწორედ აქედან გამომდინარეობს, ის რომ არის დაბომბვები და დაბომბვიდან გამომდინარე გართულებები სირიაში.

 

თქვენ ასევე ახსენეთ, რომ სირიაში მიმდინარე პროცესები შესაძლოა საქართველოზეც აისახოს, როგორ ფიქრობთ, რა ფორმით შეიძლება შეეხოს საქართველოს?

 

დაეშის პრობლემა, რომელიც არსებობს, საქართველოსთვის მეორე ხარისხოვანი პრობლემა არ არის.

 

სირიაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება მეზობელ რეგიონებზე. რაც უფრო ახლოსაა ქვეყანა, მით უფრო მეტად აისახება, ეს კი ვიცით ისტორიიდან და დღევანდელობიდანაც.

 

გამომდინარე იქიდან, რომ სირია ესაზღვრება თურქეთს. ბევრი ცდილობს ტერორისტულ საქმიანობაში შემჩნეული პირები გადავიდნენ თურქეთში, შემდეგ თურქეთის გავლით სხვა შედარებით ადვილად შესაღწევ რეგიონებში, იგვე ჩატაევის რაზმაც აჩვენა, რომ ეს ერთერთი მიმართულება, მათი თურქეთიდან შემდეგში გაშლის, (მაგ:იმკურანლონა, დაისვენონ ან ახლობლები მოინახულონ ) სწორედ ეს არის საქართველო.

 

შარშან, როდესაც იყო ჩატაევის შემოღწევა, გვიჩვენებს, რომ ეს პრობლემა არ არის გამოგონილი, შორს არ არის, აქვეა, ახლოს არის და ნებისმიერ დროს შეიძლება გააქტიურდეს.

 

ამას ორი მიმართულება აქვს, ერთია რუსეთის პოზიციების გაძლიერება, იგივე დაეშის გაძლიერება, მეორე ეს არის რუსეთის გავლენის შესაძლო გაძლიერება თურქეთზე, რადგან თურქეთი, როდესაც ჩრდილოეთ სირიაში დაიწყებს ოპერაციის განხორციელებას, დამოკიდებული იქნება რუსეთის კეთილგანწყობაზე, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ რუსები აკონტროლებენ სირიის საჰაერო სივრცეს, რომლის გამოყენებაც დასჭირდება თურქეთს იმისთვის, რომ მის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია იყოს წარმატებული.

 

რა უნდა გააკეთის ხელისუფლებამ, რომ აიცილოს საქართველოში ტერორისტული დაჯგუფებების გადაადგილება?

 

ჩვენ არ ვართ იმ დონის ქვეყანა, რომ შევძლოთ პირდაპირი გავლენა მოვახდინოთ რეგიონზე და იქ რამე სამხედრო მოქმედებებში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც რეგიონის ბედს განსაზღვრავს, ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ჩვენ რაც შეგვიძლია არის, ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას გააჩნია ახლოდან ვადევნოთ თვალი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით სირიაში. თუ იქნა გამოძახილი ერაყში ან თურქეთში ანუ ტერორისტების მოძრაობა შეინიშნა და იქნება ინფორმაცია, რომ ტერორისტები ფიქრობენ სზღვრების გადაკვეთას უნდა ვიყოთ ყურადღებით. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სასაზღვრო ნაწილების შესაძლებლობები, იმისთვის რომ ჩატაევის რაზმის მსგავსად არ მოხდეს შემოღწევა საქართველოს ტერიტორიაზე იმ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, იმ ტერორისტული დაჯგუფებების, რომლებიც ვნახეთ შარშან თბილისში, ქალაქის ცენტრში

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციად სცნოს და სანქციები გაამკაცროს.

 

„გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს მოვუწოდებ „ჰეზბოლას“ მხრიდან აგრესიის აქტი დაგმონ, აღიარონ ის ორგანიზაციად და სანქციების გამკაცრების პოლიტიკას დაუჭირონ მხარი. მოვუწოდებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს, მხარი დაუჭირონ ისრაელის უფლებას თავი დაიცვას ირანის მიერ ინსპირირებული „ჰეზბოლას“ აგრესიის აქტის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს განიხილავს „ჰეზბოლას“ მიერ მიწისქვეშა გვირაბების აშენების საკითხს, რომელიც ლიბანი-ისრაელის საზღვარზე იყო აღმოჩენილი. შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს ისრაელის არმიამ აღნიშნული გვირაბების განადგურების ოპერაცია დაიწყო.

შს მინისტმა გიორგი გახარიამ, შესაძლოა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაც შეითავსოს. “გლობალ პრესის“ ინფორმაციით, ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან დაკავშირებით მთავრობაში განიხილავენ.

 

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ინფორმაციით, პარლამენტში ინიცირებისათვის წარდგენილი კანონის პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციას სწორედ საბჭოს ერთ-ერთი წევრი ასრულებს.

 

პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმირებას ითვალისწინებს.

 

“ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებელი სათათბირო ორგანო იქნება.

 

უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები იქნებიან: თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, დაზვერვის სამსახურის უფროსი.

პარლამენტი სამხედრო ფიცის ტექსტის შესახებ ახალ დადგენილებას მიიღებს.სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები სამხედრო ფიცს ახალი რედაქციის ტექსტის მიხედვით დადებენ, რაც თავის მხრივ, კონსტიტუციაში განხორციელებულ იმ ცვლილებას უკავშირდება, რომლის მიხედვით, ტერმინი “სამხედრო ძალები“ ტერმინით “თავდაცვის ძალები“ შეიცვალა. ამასთან, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი დებს სამხედრო ფიცს, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა შეიძლება როგორც თავდაცვის ძალებში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

 

როგორც პარლამენტის დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნილი, მიზანშეწონილია ფიცის ტექსტში ტერმინი “შეიარაღებული ძალები“ შეიცვალოს სამხედრო სამსახურით.

 

სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები სამხედრო ფიცს შემდეგი ტექსტით დადებენ: “მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ სამხედრო სამსახურში და ვფიცავ: პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე; კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები; მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი; შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება; მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისთვის. თუ ამ ფიცს გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი“.

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს საღამოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა გამოკითხვა 18 დეკემბერს 00:40 საათზე დაიწყეს და 02:35 წუთზე დაასრულეს. ასევე, საქმეზე ორის დღის განმავლობაში, გამოიკითხა არაერთი მოწემე, ჩატარდა რამდენიმე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

„საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა, დავით ბერიშვილთან კომუნიკაცია გუშინვე, გამოძიების დაწყებისთანავე დაამყარეს და ექიმებისგან ნებართვის მიიღების შემდეგ გამოკითხეს, რაც საქმის მასალებში დევს. სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა გამოკითხვა 18 დეკემბერს 00:40 საათზე დაიწყეს და 02:35 წუთზე დაასრულეს. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ორის დღის განმავლობაში, გამოიკითხა არაერთი მოწმე, ჩატარდა რამდენიმე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება დავით ბერიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოგახსენებთ, რომ საქმეზე დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა დავით ბერიშვილს ჩაუტარა გამოკვლევა, რისი პასუხიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ 387-ე მუხლის 2-ე ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ტავდაცვის სმინისტროს გმიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

პირი, რომელიც დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსს „ალგეთის“ ბაზაზე გადიოდა, პოლკოვნიკს ცემაში ადანაშაულებს. რეკრუტი დავით ბერიშვილი ამბობს, რომ შელაპარაკება მასსა და მეორე რეკრუტს შორის შენიშვნის მიცემის შემდეგ დაიწყო. ჯარისკაცს, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, დაშავებულმა დავით ბერიშვილმა ტელევიზიას საღამოს საათებში თავად მიაკითხა, რის შემდეგაც მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ასევე გამოძახებულია სამხედრო პოლიციაც.

ახალი კონსტიტუციით, ეროვნული უშიშროების საბჭო გაუქმებას დაექვემდებარა. ეროვნული უშიშროების საბჭო ეროვნული თავდაცვის საბჭოთი იცვლება, რომელიც პრეზიდენტის თავმჯდომარეობით მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს შეიძლება შეიქმნას.

 

ამასთან, ახალი რედაქციის კონსტიტუციით, პრეზიდენტს საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარდგინებით შეეძლება. გარდა ამისა, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს დეკრეტების გამოცემაში სახელმწიფოს მეთაურის ექსკლუზიური უფლებამოსილება, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით შეიცვალა.

 

ასევე ახალი კონსტიტუციით, გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ პრემიერ-მინისტრი მიიღებს და ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ დამტკიცების საჭიროებას აღარ დაექვემდებარება.

 

პრეზიდენტი თანამდებობაზე თავდაცვის ძალების მეთაურს მთავრობის წარდგინებით დანიშნავს.

 

2017 წელს განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმით, რომელიც პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში შევიდა, ახალი კონსტიტუციური მოდელი უხვად არის გაჯერებული საპარლამენტო რესპუბლიკის ნიშან-თვისებებით, თუმცა ამ მოდელს კლასიკური საპარლამენტო მოდელებისგან საყოველთაო, პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური განასხვავებს. მომდევნო პრეზიდენტის არჩევა კი სწორედ არაპირდაპირი წესით მოხდება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ეთანხმება აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეფასებას, რომ მთლიანობაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია სირიაში. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური პრესკონფერენციის ფარგლებში განაცხადა.

 

„რაც შეეხება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებას, მთლიანობაში ვეთანხმები აშშ-ს პრეზიდენტს. ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს მივაღწიეთ სირიაში ტერორიზმთან ბრძოლაში და სერიოზული დარტყმები მივაყენეთ „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიაში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

ამავდროულად ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ არსებობს იმის საფრთხე, რომ მოხდება ტერორისტული აქტიურობის სირიიდან სხვა ქვეყნებში გადაადგილება.

 

„არსებობს საფრთხე, რომ მოხდება ტერორისტული დაჯგუფებების მეზობელ რეგიონებში გადაადგილება, მაგალითად, ავღანეთში და ასევე სხვა ქვეყნებში. ეს ყველასთვის დიდი საფრთხეა“, - აღნიშნა მან.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ის ჯარების სრულად გაყვანის განკარგულება გასცა.

 

პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე ოთხშაბათს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთადერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ იმყოფებოდა იქ ამერიკის საჯარისო კონტინგენტი.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ჯარისკაცის ცემასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციას იძიებს. როგორც იზორია აცხადებს, თუ გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები, ყველა პირი, განურჩევლად სტატუსისა, დაისჯება.

 

„როგორც კი აღნიშნული ინფორმაცია მივიღეთ, სამხედრო პოლიციამ აღძრა საქმე შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით. ეს გამოძიება მიმდინარეობს. თუ გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. არსებობს მეორე მხარის პოზიცია, რომელიც აბსოლუტურად საწინაადმდეგოა. ამიტომ, მართლმსაჯულების ფარგლებში დადგინდება ყველა გარემოება",- განაცხადა იზორიამ.

 

შეგახსენებთ, რომ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსს რეკრუტი ცემაში ადანაშაულებს.

სტრასბურგში მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ისლამური სახელმწიფოს“ საინფორმაციო პორტალი Amaq ავრცელებს.

 

ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „თავდამსხმელი „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარისკაცი იყო“.

 

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია. ეჭვმიტანილი პოლიციასთან შეტაკების დროს, სამართალდამცავებმა მოკლეს. გარდაცვლილი 29 წლის შერიფ შეკარტია.

 

სტრასბურგში ორი დღის წინ, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა და 13 დაშავდა.

არქივი

« « » » ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?