Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9781
EUR
3.3
RUR
0.0467
GBP
3.8549

ჩვენ გვქონდა აქტიური კომუნიკაცია მთავრობასთან, იუსტიციის სამინისტროსთან ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ინტენსიურად მუშაობდა იუსტიციის სამინისტრო, იმისათვის, რომ სათანადო შედეგისთვის მიგვეღწია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 2008 წელს აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია ომში და ზუსტად ამას ასახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ზოგადად ეფუძნება იმ რეალობას, რომელიც იყო 2008 წელს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ომში აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია და ზუსტად ამას ასახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა ამ გადაწყვეტილებას სჭირდებოდა ძალისხმევა ქართული მხრიდან, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან და ზუსტად ამის შედეგია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ“, –განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა.

სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე, ხოლო დაშავებულთა კი 11-მდე გაიზარდა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, შესაბამისი ორგანოები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ.

 

ადგილზე სტრასბურგში საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ ბოროტმოქმედი. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს მისი ძებნის სპეცოპერაცია.

 

ქალაქის ცენტრალური ნაწილი პოლიციის მიერ არის ბლოკირებული. ასევე არსებული ინფორმაციით, დაიხურა ევროპარლამენტი და შენობაში მყოფ პირებს ეკრძალებათ მისი დატოვება.

საქართველოს შეიარაღებული და სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლეს.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება გასული წლიდან ტრადიციული გახდა და მიზნად ისახავს პრეზიდენტის ინსტიტუტს, არმიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაღრმავებას.

 

საზეიმო მიღებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ოჯახებთან ერთად დაესწრნენ. პრეზიდენტმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსაც უმასპინძლა.

 

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიწვეულ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა.

 

“მოგესალმებით, ჩემო ძალიან პატივსაცემო და საყვარელო ადამიანებო! როდესაც ამ სიტყვებს ვამბობ, მე გგულისხმობთ თქვენ - შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას და ამავე დროს, იმ ადამიანებს, ვინც თქვენ გამაგრებთ ამ თქვენს გმირულ სამსახურში - თქვენი ოჯახის წევრებს. თქვენ ხართ ამ ქვეყნის სიამაყე! სიამაყე, რომელიც არ მოსულა იოლად, არ მოსულა უსისხლოდ, არ მოსულა მხოლოდ ლიტონი სიტყვებით, არ მოსულა სიმწრის გარეშე. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სამსახური სამშობლოს მიუძღვნეს, რომელსაც სამწუხაროდ, არ ჰყავს სუსტი მტერი და მტრები. სამშობლოს, რომელსაც ძალიან ძლიერი სახელმწიფო უპირისპირდებოდა და უპირისპირდება, ამ დროს შეიარაღებულ ძალებში სამსახური ნიშნავს, რომ თქვენ ბოლომდე მიუძღვენით თქვენი ფიქრი, ენერგია, მოღვაწეობა უზენაესს, რაც ჩვენს წინაპრებს, ჩვენს თაობას და მომავალს აერთიანებს - ეს არის ჩვენი საქართველო, ჩვენი მამული.

 

ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ამ მშვენიერი ქვეყნის პრეზიდენტი, მიუხედავად იმ მრავალი სირთულისა და გაჭირვების, რომელიც საქართველოს აქვს. ასევე, უზარმაზარი პატივი იყო ვყოფილიყავი თქვენი თანამებრძოლი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი; იმ შეიარაღებული ძალებისა, რომელიც ასახელებს ჩემს სამშობლოს საერთაშორისო მისიებში და იმ ტრაგიკულ დაპირისპირებებში, რომელიც ჩვენ გვქონია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ სამხედრო მოსამსახურეებს, ვინც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს ქვეყანას გმირულად იცავდა.

 

“დღეს მინდა კიდევ ერთხელ თქვენთან მადლობა ვუთხრა ჩვენს თანამებრძოლებს, ვინც გმირულად იდგა 2008 წლის ომის დროს. ისინი იდგნენ რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმიის პირისპირ და მადლობა ვუთხრა არა მარტო იმ გმირობისთვის, რომლითაც იცავდნენ საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს მიწა-წყალს, არამედ აგრეთვე იმისთვის, რომ სადაც და როგორც არ უნდა განხილულ იქნას ეს საქმე, ღირსება ქართველი ჯარისკაცის, რომელიც არის ერთდროულად მებრძოლი, გმირი, შეუპოვარი, მაგრამ ამავე დროს არ არღვევს ჰუმანიზმის პრინციპებს, ეს დადასტურდა ამ სისხლიან ბრძოლაში 2008 წელს. საქართველოს ჯარისკაცები, რომლებსაც ჰქონდათ უმაღლესი სტანდარტის მომზადება, წითელი ჯვრის ვალდებულებების მიხედვით, ნატოს სტანდარტებით, შეიარაღებულნი იყვნენ ამ ცოდნით, ამ პროცედურებით, მაგრამ აგრეთვე იმ დიდი წარსულით, იმ დიდი ჰუმანიზმის გაკვეთილებით, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეებში განახორციელეს.

 

მადლობა, რომ ამ ომიდან საქართველო გამოვიდა მორალურად წელში გამართული. იმიტომ, რომ ვერავინ დააბრალებს ქართველ ჯარისკაცს, რომ რაიმე უკანონობა ჩაიდინა. არც ერთ ჯარისკაცს, არც ერთ კაპრალს, არც ერთ სერჟანტს, არც ერთ ოფიცერს, არც ერთ გენერალს არ დაურღვევია მთავარი პრინციპები.

 

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც დაიღუპნენ აფხაზეთის ომში. მადლობას ვეუბნებით მათ თავიანთი გმირობისთვის და ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე და გამოვხატავთ მადლიერებას მათი ოჯახების მიმართ.

 

დღეს ჩვენ აგრეთვე ვაჯილდოებთ მისიებში მონაწილე ჩვენ თანამებრძოლებს, ამით კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლობას გამოვხატავთ მათი სამსახურის წინაშე.

 

დიდი მადლობა ღმერთმა დალოცოს საქართველოს შეიარაღებული ძალები და ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის საქართველოს ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა 112 სამხედრო მოსამსახურე (სიკვდილის შემდეგ).

 

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.

ავღანეთში, ქაბულიდან მოშორებით მომხდარი აფეთქების შედეგად, ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის სულ მცირე ოთხი თანამშრომელი დაიღუპა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Tolo News ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა ექვსი ადამიანი.

 

როგორც ავღანური მედია იუწყება, სამხედროების კოლონას ავტომობილი შეეჯახა. ავტომობილს, რომელსაც ტერორისტი მართავდა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

 

ამ მომენტისთვის, აღნიშნულ ტერაქტზე არცერთ ტერორისტულ ან რადიკალურ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ხოლო 6 კი დაჭრილია. სტრასბურგის მერის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ჯერ დაკავებული არ არის.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ინციდენტს შეესწრო ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეის მამიკინსი. “სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე სროლა მოხდა. ცოცხალი და უსაფრთხოდ ვარ. უკვე სასტუმროში ვარ. რა მოხდა არ ვიცი. არიან დაშავებულები”, - დაწერა ევროპარლამენტის დეპუტატმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ ქალაქის ცენტრი.

საქართველო არ აჩვენებს მზაობას ერთობლივი მუშაობისთვის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრებზე დაძაბულობის შემცირების კუთხით. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებაში.

 

„იმისათვის, რომ დაკავებებს ადგილი არ ჰქონდეს, საჭიროა ხალხის ინფორმირება ახალი საზღვრის ხაზებზე და მათი გადაკვეთის წესებზე. საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები ცხადყოფენ, რომ იქ, სადაც დაყენებულია ღობეები და საინფორმაციო სტენდები, უნებლიე დარღვევების რაოდენობა მცირდება, შესაბამისად ასევე მცირდება დაკავებების რაოდენობა. სამწუხაროდ, ქართველი პარტნიორები ჯერ კიდევ მზად არ არიან მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ მუშაობაში, რაც რეალურად შეამცირებს დაძაბულობას საზღვრისპირა ტერიტორიაზე. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ძალისხმევა, რომლებიც ცალმხრივად აყენებენ გამაფრთხილებელ ნიშნებს და ღობეები, საკმარისი არ არის ამგვარი ინციდენტების ეფექტური პრევენციისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ „საზღვრები საქართველო და აფხაზეთს შორის და საქართველო და სამხრეთ ოსეთს შორის არაერთგვაროვნად არის ინტერპრეტირებული“.

 

„ხალხი, რომელიც სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა, დამნაშავე არ არის და უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ ცხოვრების ახალი პირობები გასაგები და ნათელი იყოს, ვინაიდან ცხოვრება გრძელდება: ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც ადრე, დაკავებულია მიწათმოქმედებით, ნათესავებთან მიმოსვლით. პერიოდულად, ხშირად ისე რომ არ იციან, კვეთენ ახალი სახელმწიფო საზღვრების ხაზებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩო სტრასბურგში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

 

"სტრასბურგის ცენტრში (საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე) მომხდარი სროლის გათვალისწინებით საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს სტრასბურგში მყოფ პირებს დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისაგან და დაელოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ინსტრუქციებს. ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა პირს რომელსაც ესაჭიროება დახმარება შეუძლია დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460",- ნათქვამია საქართველოს საელჩოს განაცხადებაში.

 

სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი, ხოლო 11 კი დაჭრილია.

ანტისაჰაერო სისტემის შეყიდვასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთს შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდება.  როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიზნით ის ხვალ საფრანგეთში მიემგზავრება.

 

„მნიშვნელოვანი პროგრესი და მიღწევები გვაქვს. თავდაცვის ბიუჯეტიდან 20% წელს პირველად მივმართეთ შეიარაღებაზე, რის საფუძველზეც ვყიდულობთ თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემებს. განსაკუთრებით აღვნიშნავ ანტისატანკო სისტემებს. ეს სისტემები წლის დასაწყისში შევიძინეთ. ამ საღამოს მივემგზავრები საფრანგეთში, რათა ხვალ გაფორმდეს ახალი კონტრაქტი ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან. ეს პროცესი გრძელდება და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. პირველი შეიარაღება ანტისაჰაერო სისტემის ფარგლებში მივიღეთ და უკვე ავამოქმედეთ",- განაცხადა იზორიამ.

 

ლევან იზორიამ ასევე ისაუბრა სამინისტროს მიერ 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს დაიწყო ყველაზე ამბიციური პროგრამა - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა.

 

„ავაშენეთ რეგიონში უპრეცედენტო საბრძოლო მომზადების ცენტრი, სადაც ჩვენი სამხედროები სხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად გადიან სამხედრო საბრძოლო მომზადებას.

 

წელს ამოქმედდა სიახლე ახალი სარეზერვო სისტემის სახით. დასავლეთ საქართველოში გვაქვს ახალი სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც სამი კვირის წინ გავხსენით. ამით პრაქტიკულად უფრო ეფექტურს ვხდით სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას. წელს ასევე დავიწყეთ სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესება, რომელიც შეეხო 2500 სამხედრო მოსამსახურეს. ეს პროცესი გაგრძელდება 2020 წლამდე და შეეხება 10 000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს. ასევე მინდა აღვნიშნო ნატო-სთან თანამშრომლობის უპრეცედენტო დინამიკა. მომავალ წელს გვექნება ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება. ჩვენ ამ დინამიკას გაორმაგებული ძალისხმევით გავაგრძელებთ, რათა ის ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას, იყოს მიღწეული", - განაცხდა იზორიამ.

მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, გააუქმოს ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ და გაიყვანოს საკუთარი ჯარები ომამდელ პოზიციებზე, - ამის შესახებ საოკუპაციო ხაზთან მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომელიც დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მის განცხადებას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

 

„10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. მე დღეს აქ ჩამოვედი, რათა შევახსენო ქართველ ხალხს, რომ აშშ მათ გვერდით არის და რომ მსოფლიოს ახსოვს, თუ რა მოხდა აქ. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საოკუპაციო ხაზს როგორც საერთაშორისო საზღვარს. ჩვენ არასოდეს შევეგუებით საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ხარჯზე მისი ტერიტორიული საზღვრების შეცვლის მცდელობებს. საქართველოს მოსახლეობა კვლავ ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს და შრომობს. ეს რეგიონები საქართველოს ნაწილს წარმოადგენენ. შეშფოთებულები ვართ საქართველოს მოქალაქეების დაკავებებით, არასათანადო მოპყრობითა და გარდაცვალების ფაქტებით და ვუთანაგრძნობთ მათ ოჯახებს. მხარს ვუჭერთ ჩვენს ქართველ მეგობრებს და მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, გააუქმოს ამ რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ და გაიყვანოს საკუთარი ჯარები ომამდელ პოზიციებზე. ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს აქ მცხოვრები ადამიანებისთვის პირველადი საჭიროების ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივი

« « » » ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?