ვაშინგტონმა, შესაძლოა, თურქეთისთვის ბომბდამშენი F-35-ის მიწოდების მოსამზადებელი ღონისძიებები შეაჩეროს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

 

С-400 კომპიუტერია. F-35 კომპიუტერია. არ შეიძლება შენი კომპიუტერი მოწინააღმდეგის კომპიტერს შეუერთო“, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში კეიტი ვილბარგერმა.

 

Reuters-ის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ვაშინგტონი განიხილავს იმ ზომების განხორციელების შეწყვეტას, რომელიც თურქეთის ბომბდამშენი F-35-ის მისაღებად მომზადებას ითვალისწინებს.

 

კეიტი ვილბარგერის განცხადებით, აღნიშნული ზომა მკაფიო სიგნალი უნდა იყოს ანკარასთვის, რომ ვაშინგტონი სერიოზულად არის განწყობილი.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩარლზ სამერსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონთან სამხედრო ურთიერთობების კუთხით თურქეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება, თუ რუსულ საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400-ს მიიღებს.

 

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის განთავსება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.