საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, რამდენიმე დღეში ანტისატანკო სისტემის, „ჯაველინების“ სრულად შესყიდვა სრულდება. ამის შესახებ იზორიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გააქტიურებაც იგეგმება.

 

„რამდენიმე დღეში დავასრულებთ ანტისატანკო სისტემის „ჯაველინების“ სრულად შესყიდვას. აშშ-სთან თანამშრომლობის სხვა მიმართულებით გააქტიურებას ვგეგმავთ. მოგეხსენებათ, დღეს ადმირალთან ასევე ვისაუბრეთ წელს დაგეგმილ ამბიციურ სწავლებაზე, რომელიც „მტკიცე სულის“ სახელით არის წოდებული და აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება, სადაც მონაწილეთა ქვეყნებისა და სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალი იქნება. მომავალ კვირას ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრიალის ფარგლებში ერთ-ერთი განხილის თემა იქნება შავი ზღვის რეგიონის მხარდაჭერა და აქ უსაფრთხოებისთვის მეტი თანამშრომლობის და მეტი აქტიურობის უზრუნველყოფა“, - განაცხადა იზორიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.