ამერიკის შეეთებული შტატები პოლონეთში დამატებით 2000 სამხედრო პირს გაგზავნის. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ტრამპის განმარტებით, 2000 სამხედრო პირი გერმანიაში მყოფ 52 ათასი სამხედროსგან შემდგარ ამერიკულ კონტიგენტს გამოეყოფა. პოლონეთში გაგზავნილი იქნება სამხედრო დრონები და სხვა სამხედრო ტექნიკაც. დუდას ინიციატივაზე, რომ პოლონეთში ამერიკის მუდმივი ბაზა შეიქმნას, ტრამპმა განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი დაინტერესებულია იდეით, თუმცა თავს იკავებს მუდმივი ბაზის შექმნისგან, რაც დიდი ალბათობით, რუსეთის საპასუხო რეაქციას გამოიწვევს.

 

ვიზიტი პოლონეთის ნატო-ს წევრობის 20 წლისთავს და ქვეყანაში კომუნიზმის დამხობის 30 წლისთავს ეძღვნება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.