Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0532
EUR
3.4477
RUR
0.0425
GBP
3.8144

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუს ბევრ ქვეყანაში პიკს არ მიუღწევია, ისმის კითხა, შეცვლლის თუ არა COVID-19-ის პანდემია მსოფლიოს? ეს ის კითხვაა, რომელზეც პოლიტოლოგები, ეკონომისტები და ფილოსოფოსები ცდილობენ შეიმუშავონ ახალი სამყაროს გარკვეული კონტურები, რომლებიც დაავადებაზე გამარჯვების შემდეგ წარმოიქმნება.

 

ამერიკელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მსოფლიო ისეთი არ იქნება, როგორიც მანამდე იყო, ასევე ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ფართომაშტაბიანი ცვლილებებია მოსალოდნელი ეკონომიკაში, ბიზნესში, საერთაშორისო ურთიერთობებში, საშინაო პოლიტიკაში, სოციალურ სფეროში, მედიცინასა და ადამიანთა ქცევში. თუმცა ყველაზე დიდი გაურკვევლობა თავად ეპიდემიასა და მის წინააღმდეგ ბრძოლასთან არის დაკავშირებული. ეს საკითხი ურთიერთისაწინააღმდეგო პროგნოზს იწვევს: ზოგს ახალი, უკეთესი სამყაროსი სჯერა, ზოგს კი ადამიანური ცხოვრების გრძელვადიანი გაუარესებასა დიპოლიტიური კატაკლიზმებზე საუბრობს. როგორია პოსტპანდემიური პერიოდის ოპტიმისტური და პესიმისტური პროგნოზები? გადაფასდება თუ არა ადამიანიური ღირებლებები?

 

დღეისათვის პროგნოზებზე საუბარი ნამდვილად რთულია, რადგან ამ ტიპის კრიზისთან შეხება კაცობირობას ჯერ არ ჰქონია. გაურკვევლობას, პირველ რიგში, თავად ეპიდემია იწვევს. ამის მიზეზია არასაკმარისი ცოდნა ვირუსზე, ინფიცირების დონეზე, გადაცემის გზებსა და ლიტერატურობაზე. ეკონომისტები იძულებულნი არიან, ეპიდემიოლოგების უხეში პროგნოზები გაამრავლონ იმ ეკონომიკურ გაურკვევლობაზე, რომელიც ეპიდემიასთამ არის დაკავშირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი დასაბუთებული თუ დაუსაბუთებული ეკონომიკური გათვლა მთელ მსოფლიოში სოციალური ქსელით ვრცელდება. ეს კი ადამანებში პანიკის შეგრძნებას ზრდის, რაც თავის მხრივ მომხმარებლებსა და კომპანიების ხელმძღვანელების ქცევას გაურკვეველს ხდის, საბოლოოდ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იძულებულნი არიან სწორედ ამ უხეშ პროგნოზებზე დაყრდნობით მიიღონ გადაწვეტილებები, რაც სხვა გაურკვევლობას წარმოქმნის. არავინ იცის, აღნიშნული ზომები სიტუაციას გამოასწორებს თუ პირიქით, გაართულებს.

 

მსოფლიოს უდიდესი საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის ექპერტები თავიანთ კვლევებში წერენ, რომ პოსტპანდემიური მსოფლიოს შესახებ ორი სახის პროგნოზის გაკეთებაა შესაძლებელი:

 

1.  ოპტიმისტური, რომლის მიხედვითაც მკვეთრად (შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეკორდული იყო) ვარდნას სწრაფი აღდგენა მოჰყვება.

 

McKinsey - ის ექპერტები პანდემიაზე სწრაფი გამარჯვების შედეგებს შემდეგნაირად აყალიბებენ:

 

- მთავარი პირობა: მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ეპიდემია დამარცხდება 2-3-თვიანი მკაცრი კარანტინით. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პერიოდი 2020 წლის მეორე კვარტლამდე გაგრძელდება.

 

- ამ შემთხვევაში, მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტლებში ჩინეთი მშპ-ს 3.3% -ს დაკარგავს. ამის შემდეგ ის სწრაფად აღდგება და 2019 წლის შემოდგომაზე არსებულ დონეს დაუბრუნდება. მთლიანობაში, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ზრდის ტემპის 1%-ზე ნაკლები შემცირება დაფიქსირდება.

 

- აშშ-ში რეცესია გაცილებით მაღალი იქნება. მეორე კვარტალში მშპ 8%-მდე შემცირდება, რადგან აქ ეპიდემიის მასშტაბი გაცილებით ფართოა და ეკონომიკაც უფრო მომხმარებლების მოთხოვნაზეა ორიენტირებული. ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე ძლიერი ვარდნა, როდესაც ეკონომიკის დელმილიტარიზაციამ წარმოების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ეპიდემიის შემდეგ ქვეყანა სწრაფად აღდგება, 2019 წლის წარმოების დონის მიღწევა კი 2020 წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი. თუმცა მთელი წლის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკის ზრდა ნულის ტოლი იქნება.

 

- გაცილებით ოპტიმისტური სცენარითაც კი, ევროკავშირი უფრო მეტად დაზარალდება: ეკონომიკა მეორე კვარტალში თითქმის 10% -ს დაკარგავს და სრულად აღდგენას მხოლოდ 2021 წლის დასაწყისში შეძლებს.

 

- მსოფლიო ეკონომიკა, რომელმაც მეორე კვარტალში თითქმის 5% -იანი ვარდნა განიცადა, წლის ბოლოს დასტაბილურდება. ზრდის ტემპი წლის განმავლობაში 1.4% -ით შემცირდება. აღდგენის პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დაიწყებს ფუნქციონირებას ის საერთაშორისო წარმოების ჯაჭვები, რომლებიც ეპიდემიამ მოშალა. ქვეყნები და რეგიონები, სადაც საკარანტინო ზომები და სხვა შეზღუდვები თავიდანვე დაწესდა, შეიძლება უფრო სწრაფად დაუბრუნდენ ჩვეულ რიტმს, ვიდრე ისინი, ვინც ეკონომიკის შენარჩუნებას ეპიდემიის ჩახშობაზე უარის თქმით ცდილობდნენ. ამ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ექსპერტები, რომლებმაც 1918 წელს ესპანური გრიპის, იმავე „ესპანკას“ ეპიდემიის შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა შტატისა და ქალაქის აღდგენის პროცესი განიხილეს.

 

2. პესიმისტური, რომლის მიხედვით პანდემია მსოფლიო ეკონომიკას რამოდენიმე თვით ან კვარტლითაც კი გააჩერებს. ამ თეორიის თანახმად, ახლანდელი მდგომარეობა გადაიზრდება სრულფასოვან ფინანსურ კრიზისში, რომელსაც მასობრივი გაკოტრება, უმუშევრობა და ქვეყნების კეთილდეობის განადგურება მოჰყვება. ამ ყველაფერს კი თავად მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურის დარღვევა შეუძლია.

 

McKinsey- ის ექსპერტებისა და სხვა ეკონომისტების აზრით, მთელი რიგი პესიმისტური სცენარი არსებობს:

 

- ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, ეპიდემიის შეჩერების ყველა მცდელობა ჩაფლავდება. შესაბამისად, მთავრობები საწარმოებისა და ბანკების დახმარებას ვეღარ შეძლებენ. ბევრი მათგანი დაიშლება, რაც ვალების კრიზისსა და ლიკვიდობის ნაკლებობას გამოიწვევს. თავის მხრივ, ბანკებისა და კომპანიების ჩამოშლა მთელ გლობალურ ფინანსურ სისტემასა და წარმოებას გაანადგურებს. კრიზისი იქნება ხანგრძლივი და თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

 

- უფრო მსუბუქი და გაცილებით მოსალოდნელი სცენარის მიხედვით, ეპიდემიის მეორე ტალღა აღდგენის პროცესს გაართულებს და გააჭიანურებს. პანდემიის შეჩერება ვერ მოხერხდება და დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა დაინფიცირდება. თუმცა ამის შემდეგ აღმოჩნდება, რომ მსოფლიო ეკონომიკის მხარდამჭერი უსაფრთხოების ზომები ამოქმედდა, შესაბამისად, მისი სტრუქტურა შენარჩუნდა და აღდგენის პროცესიც დაიწყება.

 

McKinsey-ის ექსპერტებმა შეისწავლეს ერთ-ერთი ყველაზე რთული სცენარი, რომლის მიხედვითაც ეპიდემიის მეორე ტალღა ეკონომიკის აღდგენისა და ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნების პროცესს გაართულებს:

 

- ჩინეთი ყველას გაასწრებს, მაგრამ მისი ეკონომიკის აღდგენაც მხოლოდ 2021 წლის შუა პერიოდისთვის მოხერხდება.

 

- აშშ მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს დაკარგავს, ევროკავშირი კი  10%-ს. ისინი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2023 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდებიან.

 

- ზოგადად, მსოფლიო (ჩინეთის წარმატების წყალობით) ერთი წლით ადრე ამოისუნთქებს. განვითარებადი ქვეყნები, რომლებმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი მსგავსი კრიზისი გამოიარეს, ახალ სირთულეს უფრო ადვილად გადალახავენ. McKinsey-ის ექსპერტების აზრით, დასავლეთის მოსახლეობა, რომელსაც მსგავსი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს, არნახულ შოკს განიცდის. ამას კი შეუძლია თავად მსოფლიოს და რა თქმა უნდა, ადამიანების ქცევის სიღრმისეულად შეცვლა.

 

ასევე ისმის კითხვა, პანდემია გამოიწვევს თუ არა ადამიანური ღირებულებების გადაფასებას?

 

McKinsey- ის ექსპერტები თვლიან, რომ თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაიწყება ან კარანტინი კიდევ უფრო გაჭიანურდება, ადამიანთან ქცევა ძალიან შეიცვლება. მაგალითად, ესა თუ ის პირი ფრენას ვერ დაარეგისტრირებს, თუ ინფექციის არასებობის ან კარგი იმუნიტეტის დამადასტურებელ ცნობას არ წარმოადგენს. McKinsey-ის ინფორმაციით, ჩინეთის მაღალტექნოლოგიურ ორგანიზაციებში აღნიშნული საბუთის გარეშე მუშაობა შეუძლებელია. შესაძლოა, მოსახლეობა მსგავს ,,ქცევით პროტოკოლს“ გაგებით მოეკიდოს, რადგან ამის ალტერნატივა მხოლოდ ,,ლოქდაუნი“ იქნება.

 

თუ კარანტინი გაჭიანურდება, ეკონომიკის სტრუქტურა ჩამოშლას დაიწყებს, ამის რთული ეთიკური დილემის გამოწვევა შეუძლია. თანამედროვე სამყაროში ითვლება, რომ მთავარი ღიღებულება ადამიანის სიცოცხლეა. ეკონომისტები იმასაც ამბობენ, რომ ამ ღირებულების შეფასებაც კი არის შესაძლებელი. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქისა თუ სხვადასხვა ასაკის ადამიანის ,,სიცოცხლის ფასიც“ განსხვავებულია. თუმცა ასაკოვანი ადამიანების სიცოცხლე, რომელიც ახალგაზრდის სიცოცხლეზე ნაკლები ,,ღირს“, იმდენად ძვირადღირებულია, რომ მის გაწირვაზე საუბარი ძალიან რთულია.

 

თუმცა ეს მორალური და ეკონომიკური თეზისები უკვე ეჭვქვეშ დგას. თუ ეპიდემიის შეჩერება დროზე ვერ მოხერხდება, კარანტინის გამო უმუშევრად დარჩენილი მილიონობით ადამიანების მდგომარეობა და შემდეგ მათი ზეწოლა პოლიტიკოსებზე იქნება ძალიან მძიმე და რთული. აშშ-ის პრეზიდენტტმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურს, რაც შეიძლენა მალე მოხსნას გადაადგილების შეზღუდვები, რათა მოქალაქეები სამსახურს დაუბრუნდნენ.

სამედიცინო ენაზე, იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება, დღეს ჩვენ რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან- ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ზე წერს.

 

„სამედიცინო ენაზე, იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება. დღეს ჩვენ რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან. არაფერი შეცვლილა, ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის, ხოლო ხელისუფალმა ხელები დაიბანა“- წერს ნინო ლომჯარია.

 

საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 79 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

საქართველოს კრიზისის პერიოდში ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ასე იქცევა ახლაც პანდემიასთან ბრძოლაში , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში წერს.

 

"ვულოცავ საქართველოს ეროვნული ერთობის დღეს. საქართველოს კრიზისის პერიოდში ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ასე იქცევა ის ახლაც პანდემიასთან ბრძოლაში, რომლის წინაშეც ჩვენ ყველა აღმოვჩნდით",- წერს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

არ მჩვევია სტატუსების დაწერა, უბრალოდ გამწარებული ოჯახი ვართ და იძულებული ვარ, ეს განცხადება გავაკეთო. მომხდარი ფაქტით, რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით, ოჯახი განადგურებულია. საოცარი ადამიანი მოგვიკლეს საოცარი დედა, გიჟი ბებია და მეგობარი. ყველასგან გამორჩეული ურთიერთობით და სიყვარულით. მინდა მივმართო თხოვნით შსს-ს ორგანოებს, - ამის შესახებ ბრმა ტყვიით მოკლული თამარ ანთელავას სიძე, თემურ პირველაშვილი Facebook-ზე წერს.

 

იგი მიმართავს სამართალდამცველებს, რომ გაითვალისწინონ ოჯახის მდგომარეობა და მაქსიმალურად სწორი და სამართლიანი შეფასება მისცენ მომხდარ ფაქტს.

 

„ქალი, რომელიც ერთი თვე თავის ერთადერთ შვილიშვილს არ ნახულობდა ვირუსის გამო, სული მისდიოდა. იცავდა მკაცრად ყველა რეგულაციას და გარეთ არ გამოდიოდა, ვიღაც ვაჟკაცის ქეიფისა და ღრიანცელის გამო სიცოცხლე მოესწრაფა.

 

ყოველი დილა ვიდეო ზარით მეწყებოდა, ბებია და შვილიშვილის ერთსაათიანი საუბრით და ერთმანეთის მოფერებით. ორი დღეა ბავშვი ბებოს ეძებს, რა ვუთხრა? ხან რას ვიგონებ, ხან რას. ვერ უყურებ ჩემი მეუღლის გათიშულ სახეს. ამას ვერავინ გაუძლებს, რაც ჩემს ოჯახში ხდება.

 

მინდა, მივმართო ასევ იმ საცოდავს. მეცოდება მისი შვილები და მეუღლე, თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება. ვურჩევ, რომ გაიაზროს რაც ჩაიდინა. ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს სასჯელი, ეს იქნება მისი მონანიება.

 

თუ შინაპატიმრობა უნდა და ურჩევნია, გააკეთოს, პირადად ჩემთვის უკეთესია, უფრო ადვილად მივწვდები. თამუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ჩემ ცოლ-შვილს ვერ უყურებ ესეთ მდგომარეობაში. ჩვენ ოჯახი არანაირ ზედმეტ რეაგირებას არ ვაკეთებთ, ველოდებით გამოძიებას.

 

დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ“, – წერს თიკა მახალდიანის მეუღლე, თემურ პირველაშვილი.

ამირან გამყრელიძეს ვუსმინე. ჩვენ საერთო სასაფლაო გვაქვს, მისი ვაჟი და ჩემი ოჯახი წმინდა პანტელეიმონის ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი, - ამის შესახებ გურამ შარაძის შვილმა, რუსუდანმა, თავის facebook-ის გვერდზე დაწერა და დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ბრიფინგს გამოეხმაურა.

 

„ბატონი ამირანიც, მაგრამ, განსაკუთრებით, მისი მეუღლე სულ იქ არის. აღარ მაქვს ლაპარაკი წირვა-ლოცვაზე დასწრებაზე, ქალბატონი მარინა ყველა გაჭირვებულის იმედია. უამრავი ადამიანი დამეთანხმება, რომ ეს არის ღირსეული, ცხოვრების წესით ქრისტიანი წყვილი. მე კიდევ ისე არ ვიცნობ, როგორც მათ ჩემი მშობლები იცნობდნენ, უყვარდათ და პატივს სცემდნენ. დღეს, ეს კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს - არ წახვიდეთ ეკლესიაში, არ წახვიდეთ სასაფლაოზე, რათა გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ერთმანეთი!

 

არავინ გაბედოს ზედმეტის თქმა ამირან გამყრელიძეზე“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

გუშინ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოსახლოებას მოუწოდა, ლიტურგიასა და სასაფლაოზე წასვლისგან თავი შეიკავონ.

საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკა ვერ პასუხობს ასოცირების შეთანხმებით და დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებებს - კვლევა კორუფციის კუთხით არსებულ ვითარებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ჩაატარა.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წვრილმანი კორუფციისგან განსხვავებით, ამ დრომდე, ვერ ხერხდება მდგომარეობის გაუმჯობესება მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლაში.

 

კვლევაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება სათანადოდ არ იძიებს კორუფციის შემთხვევებს, როცა საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

მოყვანილია კონკრეტული მაგალითებიც. კვლევაში წარმოდგენილია რეკომენდაციებიც.

 

„არასოდეს არ ხდება კორუფციის შემთხვევების, კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ეფექტურად გამოძიება. მაგალითად, ე.წ. "ომეგა ჯგუფის" საქმე, შეიძლება გავიხსენოთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, შეიძლება გავიხსენოთ" TBC ბანკის" საქმე და სავარაუდო ზეწოლა "TBC ბანკის" ხელმძღვანელობაზე. ჩვენ სამართალდამცავ და საგამოძიებო უწყებებს არ აქვთ სათანადო დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა, ერეკლე ურუშაძემ.

აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 

„განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი. ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს. ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი მას მივიღებთ, შეუძლია განგვკურნოს ყველანაირი სულიერი კორონასაგან!“, - წერს მამა ანდრია.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიამ პიკს ჯერ კიდევ ვერ მიაღწია, თუმცა ეკონომისტები, პოლიტოლოგები და ფილოსოფოსები უკვე ცდილობენ შეიმუშაონ ახალი სამყაროს გარკვეული კონტურები, რომლებიც დაავადებაზე გამარჯვების შემდეგ წარმოიქმნება. სპეციალისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ფართომასშტაბიანი ცვლილებებია მოსალოდნელი ეკონომიკაში, ბიზნესში, საერთაშორისო ურთიერთობებში, საშინაო პოლიტიკაში, სოციალურ სფეროში, მედიცინასა და ადამიანთა ქცევაში. თუმცა ყველაზე დიდი გაურკვევლობა თავად ეპიდემიასა და მის წინააღმდეგ ბრძოლასთან არის დაკავშირებული. ეს საკითხი ურთიერთსაწინააღმდეგო პროგნოზებს იწვევს: ვიღაცას ახალი, უკეთესი სამყაროსი სჯერა, სხვა კი ადამიანური ცხოვრების გრძელვადიან გაუარესებასა და პოლიტიკური კატაკლიზმებზე საუბრობს. როგორია პოსტპანდემიური პერიოდის ოპტიმისტური და პესიმისტური პროგნოზები? გადაფასდება თუ არა ადამიანური ღირებულებები?

 

როგორ შეიძლება პოსტპანდემიურ პროგნოზებზე საუბარი, როდესაც ვირუსი ჯერ კიდევ მძვინვარებს?

 

დღეისათვის პროგნოზებზე საუბარი ნამდვილად ძალიან რთულია, რადგან ამ ტიპის კრიზისთან შეხება კაცობრიობას ჯერ არ ჰქონია. გაურკვევლობას, პირველ რიგში, თავად ეპიდემია იწვევს. ამის მიზეზია არასაკმარისი ცოდნა ვირუსზე, ინფიცირების დონეზე, გადაცემის გზებსა და ლეტალურობაზე. ეკონომისტები იძულებული არიან, ეპიდემიოლოგების უხეში პროგნოზები გაამრავლონ იმ ეკონომიკურ გაურკვევლობაზე, რომელიც ეპიდემიასთან არის დაკავშირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი ეკონომიკური გათვლა მთელ მსოფლიოში სოციალური ქსელით ვრცელდება. ეს კი ადამიანებში პანიკის შეგრძნებას ზრდის, რაც თავის მხრივ მომხმარებლებსა და კომპანიების ხელმძღვანელების ქცევას გაურკვეველს ხდის. საბოლოოდ, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იძულებული არიან სწორედ ამ უხეშ პროგნოზებზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილებები, რაც სხვა გაურკვევლობას წარმოქმნის. არავინ იცის, აღნიშნული ზომები სიტუაციას გამოასწორებს თუ პირიქით, გაართულებს.

 

მსოფლიოს უდიდესი საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის ექსპერტები თავიანთი კვლევების სერიაში წერენ, რომ პოსტპანდემიური მსოფლიოს შესახებ ორი სახის პროგნოზის გაკეთებაა შესაძლებელი:

 

- ოპტიმისტური, რომლის მიხედვითაც მკვეთრ (შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეკორდული), ვარდნას სწრაფი აღდგენა მოჰყვება.

 

- პესიმისტური, რომლის მიხედვითაც პანდემია მსოფლიო ეკონომიკას რამდენიმე თვით ან კვარტლითაც კი გააჩერებს. ამ თეორიის თანახმად, ახლანდელი მდგომარეობა გადაიზრდება სრულფასოვან ფინანსურ კრიზისში, რომელსაც მასობრივი გაკოტრება, უმუშევრობა და ქვეყნების კეთილდღეობის განადგურება მოჰყვება. ამ ყველაფერს კი თავად მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურის დარღვევა შეუძლია.

 

რას ნიშნავს უფრო დეტალურად ოპტიმისტური სცენარი?

 

McKinsey-ის ექსპერტები პანდემიაზე სწრაფი გამარჯვების შედეგებს ასე აყალიბებენ:

 

- მთავარი პირობა: მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ეპიდემია დამარცხდება 2-3-თვიანი მკაცრი კარანტინით. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პერიოდი 2020 წლის მეორე კვარტლამდე გაგრძელდება.

 

- ამ შემთხვევაში, მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტლებში ჩინეთი მშპ-ს 3.3% -ს დაკარგავს. ამის შემდეგ ის სწრაფად აღდგება და 2019 წლის შემოდგომაზე არსებულ დონეს დაუბრუნდება. მთლიანობაში, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ზრდის ტემპის 1%-ზე ნაკლები შემცირება დაფიქსირდება.

 

- აშშ-ში რეცესია გაცილებით მაღალი იქნება. მეორე კვარტალში მშპ 8%-მდე შემცირდება, რადგან აქ ეპიდემიის მასშტაბი გაცილებით ფართოა და ეკონომიკაც უფრო მომხმარებლების მოთხოვნაზეა ორიენტირებული. ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე ძლიერი ვარდნა, როდესაც ეკონომიკის დელმილიტარიზაციამ წარმოების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ეპიდემიის შემდეგ ქვეყანა სწრაფად აღდგება, 2019 წლის წარმოების დონის მიღწევა კი 2020 წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი. თუმცა მთელი წლის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკის ზრდა ნულის ტოლი იქნება.

 

- გაცილებით ოპტიმისტური სცენარითაც კი, ევროკავშირი უფრო მეტად დაზარალდება: ეკონომიკა მეორე კვარტალში თითქმის 10% -ს დაკარგავს და სრულად აღდგენას მხოლოდ 2021 წლის დასაწყისში შეძლებს.

 

-  მსოფლიო ეკონომიკა, რომელმაც მეორე კვარტალში თითქმის 5% -იანი ვარდნა განიცადა, წლის ბოლოს დასტაბილურდება. ზრდის ტემპი წლის განმავლობაში 1.4% -ით შემცირდება. აღდგენის პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დაიწყებს ფუნქციონირებას ის საერთაშორისო წარმოების ჯაჭვები, რომლებიც ეპიდემიამ მოშალა. ქვეყნები და რეგიონები, სადაც საკარანტინო ზომები და სხვა შეზღუდვები თავიდანვე დაწესდა, შეიძლება უფრო სწრაფად დაუბრუნდენ ჩვეულ რიტმს, ვიდრე ისინი, ვინც ეკონომიკის შენარჩუნებას ეპიდემიის ჩახშობაზე უარის თქმით ცდილობდნენ. ამ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ექსპერტები, რომლებმაც 1918 წელს ესპანური გრიპის, იმავე „ესპანკას“ ეპიდემიის შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა შტატისა და ქალაქის აღდგენის პროცესი განიხილეს.

 

როგორია პესიმისტური სცენარი?

 

McKinsey- ის ექსპერტებისა და სხვა ეკონომისტების აზრით, მთელი რიგი პესიმისტური სცენარი არსებობს:

 

- ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, ეპიდემიის შეჩერების ყველა მცდელობა ჩაფლავდება. შესაბამისად, მთავრობები საწარმოებისა და ბანკების დახმარებას ვეღარ შეძლებენ. ბევრი მათგანი დაიშლება, რაც ვალების კრიზისსა და ლიკვიდობის ნაკლებობას გამოიწვევს. თავის მხრივ, ბანკებისა და კომპანიების ჩამოშლა მთელ გლობალურ ფინანსურ სისტემასა და წარმოებას გაანადგურებს. კრიზისი იქნება ხანგრძლივი და თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

 

- უფრო მსუბუქი და გაცილებით მოსალოდნელი სცენარის მიხედვით, ეპიდემიის მეორე ტალღა აღდგენის პროცესს გაართულებს და გააჭიანურებს. პანდემიის შეჩერება ვერ მოხერხდება და დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა დაინფიცირდება. თუმცა ამის შემდეგ აღმოჩნდება, რომ მსოფლიო ეკონომიკის მხარდამჭერი უსაფრთხოების ზომები ამოქმედდა, შესაბამისად, მისი სტრუქტურა შენარჩუნდა და აღდგენის პროცესიც დაიწყება. McKinsey-ის ექსპერტებმა შეისწავლეს ერთ-ერთი ყველაზე რთული სცენარი, რომლის მიხედვითაც ეპიდემიის მეორე ტალღა ეკონომიკის აღდგენისა და ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნების პროცესს გაართულებს:

 

- ჩინეთი ყველას გაასწრებს, მაგრამ მისი ეკონომიკის აღდგენაც მხოლოდ 2021 წლის შუა პერიოდისთვის მოხერხდება.

 

- აშშ მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს დაკარგავს, ევროკავშირი კი - 10%-ს. ისინი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2023 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდებიან.

 

- ზოგადად, მსოფლიო (ჩინეთის წარმატების წყალობით) ერთი წლით ადრე ამოისუნთქებს. განვითარებადი ქვეყნები, რომლებმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი მსგავსი კრიზისი გამოიარეს, ახალ სირთულეს უფრო ადვილად გადალახავენ. McKinsey-ის ექსპერტების აზრით, დასავლეთის მოსახლეობა, რომელსაც მსგავსი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს, არნახულ შოკს განიცდის. ამას კი შეუძლია თავად მსოფლიოს და რა თქმა უნდა, ადამიანების ქცევის სიღრმისეულად შეცვლა.

 

გამოიწვევს თუ არა პანდემია ადამიანური ღირებულებების გადაფასებას?

 

McKinsey-ის ექსპერტები თვლიან, რომ თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაიწყება ან კარანტინი კიდევ უფრო გაჭიანურდება, ადამიანთა ქცევა ძალიან შეიცვლება. მაგალითად, ესა თუ ის პირი ფრენას ვერ დაარეგისტრირებს, თუ ინფექციის არარსებობის ან კარგი იმუნიტეტის დამადასტურებელ ცნობას არ წარადგენს. McKinsey-ის ინფორმაციით, ჩინეთის მაღალტექნოლოგიურ ორგანიზაციებში აღნიშნული საბუთის გარეშე მუშაობა შეუძლებელია. შესაძლოა, მოსახლეობა მსგავს „ქცევით პროტოკოლს“ გაგებით მოეკიდოს, რადგან ამის ალტერნატივა მხოლოდ „ლოქდაუნი“ იქნება.

 

თუ კარანტინი გაჭიანურდება, ეკონომიკის სტრუქტურა კი ჩამოშლას დაიწყებს, ამას რთული ეთიკური დილემის გამოწვევა შეუძლია. თანამედროვე სამყაროში ითვლება, რომ მთავარი ღირებულება ადამიანის სიცოცხლეა. ეკონიმისტები იმასაც ამბობენ, რომ ამ ღირებულების შეფასებაც კი არის შესაძლებელი. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქისა თუ სხვადასხვა ასაკის ადამიანის „სიცოცხლის ფასიც“ განსხვავებულია. თუმცა ასაკოვანი ადამიანების სიცოცხლე, რომელიც ახალგაზრდის სიცოცხლეზე ნაკლები „ღირს“, იმდენად ძვირადღირებულია, რომ მის გაწირვაზე საუბარი ძალიან რთულია.

 

თუმცა ეს მორალური და ეკონომიკური თეზისები უკვე ეჭვქვეშ დგას. თუ ეპიდემიის შეჩერება დროზე ვერ მოხერხდება, კარანტინის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანების მდგომარეობა და შემდეგ მათი ზეწოლა პოლიტიკოსებზე იქნება ძალიან მძიმე და რთული. აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურს, რაც შეიძლება მალე მოხსნას გადაადგილების შეზღუდვები, რათა მოქალაქეები სამსახურს დაუბრუნდნენ.

 

ბრიტანული მედია ამტკიცებდა (მინისტრთა კაბინეტი კი მკვეთრად უარყოფდა), რომ დილემა პრემიერმინისტრ ჯონსონის მთავარმა მრჩეველმა დომინიკ ქამინგსმა ჩამოაყალიბა. ამტკიცებდნენ, რომ მან მოქალაქეთა შეზღუდვის დროს განაცხადა: „მთავარია, უმრავლესობა დაავადდეს და ჯგუფური იმუნიტეტი გამოიმუშავოს. თუ ამ დროს პენსიონერების რაღაც რაოდენობა გარდაიცვლება, ძალიან სამწუხაროა“. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება საწყის ეტაპზე ნამდვილად თვლიდა, რომ ეკონომიკის გადასარჩენად და მოსახლეობის სწრაფი „იმუნიზაციისთვის“ საჭირო იყო მკაცრი კარანტინისა და სხვა შეზღუდვების დაწესებისგან თავის შეკავება. თუმცა დროთა განმავლობაში ამ იდეაზე უარის თქმა აუცილებელი გახდა, რადგან სამედიცინო სისტემა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. სხვათა შორის, ჯონსონიც და ქამინგსიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ. მედია წერს, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ.

მორალური ზღვარი გადის ყველგან... ეს ზღვარი თუ წაიშალა წალეკავს ყველაფერს... ამიტომაც ყველგან დასაცავია!!! სხვაგვარად აიზილება ტყუილ-მართალი, კეთილი და ბოროტი... არ შემიძლია არ დავწერო მოკლედ ის, რაც ასევე მორალური ტერორის ნაწილია, - ამის შესახებ პარლამენტის წევრი ეკა ბესელია „ფეისბუქის“ თავის გვერდზე წერს.

 

„დაუცველობის განცდა უჩდებათ ადამიანებს, როდესაც ხედავენ რამდენჯერ განხორციელდა პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო ჩანაწერების გავრცელება და ისევ არ ჩანს ამ ყველაფრის ორგანიზატორი .... მაგრამ მაშინვე ჩნდებიან საჯარო კომენტარებით მათიკაშვილ-ოხანაშვილ -კილაძეები .. (ყველას გვარს რა ჩამოთვლის...კოლექტიური ტერორისტები) მათი კომენტარები ისეთი ამაზრზენია, რომ განცდა გრჩება ამ მორალური ტერორის მონაწილეები თავადაც არიან....უხარიათ...ვერ მალავენ შურისძიების სურვილს, ვერ ახერხებენ ასეთ დროს მაინც თავშეკავებას თავდასხმისგან....

 

მედიას მინდა ვთხოვო ისევ, მათ დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე: ნუ შეუწყობთ ირიბად და უნებლიედაც კი - განმეორებით ვიქტიმიზაციას ხელს და ნუ მისცემთ საშუალებას მორალურ ტერორისტებს საჯაროდ განახორციელონ ეს ბოროტება... კითხვა დაუსვით კილაძეს როცა დახურულ მასალებს ასაჯაროებს ღია ეთერში, საიდან უნდა ქონდეს მოწმეს ეს მასალები ნანახი, როცა ამის უფლება არა აქვს კანონით და რატომ არ რეაგირებს საგამოძიებო უწყება როდესაც საჯაროვდება დახურული მასალები? აღარაფერს ვამბობ ამ სიცრუის და ცილისწამების დაუსრულებელ სერიალზე რაც მოედინება...არ ვთვლი პასუხის ღირსად მათ ვისაც არა აქვთ ღირსება!!! დაე საზოგადოებამ განსაჯოს, დაინახოს, გააცნობიეროს რა ხდება და სახელი დაარქვას! მე მინდა გაჩვენოთ, რომ ქალის დამარცხება ამ მეთოდებით შეუძლებელია- როცა ის იბრძვის სიმართლისა და სამართლიანობისთვის! მე მინდა დაიჯეროთ რომ შეუძლებელია გატეხო ქალი, როცა ის იბრძვის სხვათა დასაცავად და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის !!! მე ვეცდები ეს საკუთარი მაგალითით დაინახოთ და დაიჯეროთ !!! იოლია?- არა! არაა იოლი, მაგრამ შესაძლებელია .... !!! ადამიანის ღირსება მის არჩევანშია! მე ბევრი წლის წინ გავაკეთე ეს არჩევანი თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის!

 

მჯერა რომ მარტო არა ვარ და ბევრნი ვართ!!!“ - აღნიშნავს ბესელია.

არქივი

« « » » ივლისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?