პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია, რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე და მოსახლეობის სიმშვიდეზე უარყოფითად იმოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

 

როგორც ირაკლი სესიაშვილი ამბობს, პანიკის საფუძველი არ არის.

 

„პირველ რიგში, თქვენ იცით, რომ გავრცელდა სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელიც არ ადასტურებს, რომ ოკუპანტები გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, შესაბამისად, რა თქმა უნდა, პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. ყველა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებულია და სიტუაციას აკონტროლებენ. მეც ვუერთდები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწოდებას, რომ პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია, რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე და მოსახლეობის სიმშვიდეზე უარყოფითად იმოქმედებს. და თუკი რაიმე ქმედება არის საჭირო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყებები განახორციელებენ. ამიტომ შემაშფოთებელია გარკვეული პირების მხრიდან პანიკის დათესვა, რამდენადაც ეს უარყოფითად აისახება უსაფრთხოებაზე“, - აცხადებს სესიაშვილი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.