საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა გალის რაიონში 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

„რაც შეეხება კვარაცხელიას საქმეს, ადამიანი სავარაუდოდ გაიტაცეს და ის საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა, როდესაც დაკავებული იყო. ეს აღმაშფოთებელია. ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ჩვენ გვესმის, რომ ეს ხდება, რათა ძირი გამოუთხარონ საქართველოს. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ჩვენ შევნიშნეთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ამგვარი ინციდენტები გაიზარდა. ეს შეშფოთებას იწვევს და ბადებს კითხვას, თუ რა ხდება. გვსურს რომ ამგვარი ინციდენტები შეწყდეს და სათანადოდ იყოს გამოძიებული“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.