შენს ხელებს ასდის ფულის სუნი, - ასე მიმართა კამათის დროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატ ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

 

ზარდიაშვილის მხრიდან ეკა ბესელიასადმი აღნიშნული რეპლიკა ბესელიას განცხადებას მოჰყვა იმის თაობაზე, რომ ზარდიაშვილი სასამართლოს კორუფციაში ხელს აფარებდა.

 

„მე პატიოსნებაზე როგორ უნდა მელაპარაკოს ვინმემ? სრულიად საქართველომ იცის ამ დარბაზში მსხდომი ყველა ადამიანის როგორც პატიოსნება, ასევე ღირსება და პროფესიონალიზმი. შესაბამისად, ყველამ თავის პატიოსნებას მიხედოს. სასამართლოს ეფარება კორუფციის რისკის მქონე ადამიანები. შენს ხელებს ასდის ფულის სუნი და ეგ იცის სრულიად საქართველომ,“ - მიმართა ვანო ზარდიაშვილმა ბესელიას.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.