ჩემ შუამავლობაზე ლაპარაკი არის სრული არასერიოზულობა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ბადრი ჯაფარიძე სასტუმრო "ბილტმორში" ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

 

ჯაფარიძემ ჟურნალისტების სხვა კითხვებს არ უპასუხა და შენობა უკომენტაროდ დატოვა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.