ზვიად კვაჭანტირაძე არ იმსახურებს კომიტეტის თავმჯდომარეობას, ის არ იმსახურებს სიმპათიას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ზვიად კვაჭანტირაძე არ არის პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხი.

 

„ზვიად კვაჭანტირაძემ თვითონაც კარგად იცის იმ კომიტეტის საქმიანობა, უფრო სწორად უსაქმურობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. არ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ზვიად კვაჭანტირაძე. არ იმსახურებს კომიტეტის თავმჯდომარეობას, ის არ იმსახურებს სიმპათიას, რომელიც შესაძლოა, ჩვენს თანაგუნდელებს ძველი ისტორიის გახსენებით გააჩნდეს. ძალიან განვიცდი იმას, რასაც ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ ამ თემის გასარჟებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.