ბიძინა ივანიშვილი მთლიანად არის პატარა ჯგუფის განკარგულებაში, - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა.

 

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის შეხედულება მთლიანად ემთხვევა ირაკლი კობახიძისა და მისი გუნდის შეხედულებებს, რაც სამწუხაროა.

 

„ბიძინა ივანიშვილი მთლიანად არის პატარა ჯგუფის განკარგულებაში. მისი შეხედულება, სამწუხაროდ, ემთხვევა ამ ჯგუფის შეხედულებას ჩვენივე ქვეყნის საუბედუროდ. რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, არ მსურს ვისაუბრო იმ ადამიანზე, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.