ვუსურვებ თითოეულ მათგანს, რომელთაც სუბიექტური ინტერესები ამოძრავებთ, სახე არ დაეკარგოთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, როდესაც დეპუტატ ეკა ბესელიას ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მდინარაძეს და მის ოჯახს, გარკვეული ფინანსური ინტერესები აქვთ სასამართლო სისტემაში.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპონენტების მთავარი მიზანი ტალახის სროლაა, რის საფუძველზეც პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობენ.

 

„ადამიანები, რომლებიც წერენ კანონებს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აცდნენ რეალობას და გავლენები მოიპოვონ სასამართლოში. ეს ადამიანები კადრულობენ ყველაფერს, მათ შორის ტალახის სროლას კოლეგების მიმართ, რათა სუბიექტური ინტერესები დაიკმაყოფილონ. ისინი ლაპარაკობენ ტყუილს, რათა ცილი დასწამონ ადამიანებს. მათი პრინციპია ისროლონ ტალახი, რათა შემდგომ სხვამ იმართლოს თავი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.