მე ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს, ვინც თანამდებობის გამო სახე დაკარგა, - ეს განცხადება ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისამართით გააკეთა.

 

ბესელიამ კობახიძე ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დაყენების გამო გააკრიტიკა.

 

„მე დავიწყებ მადლობით და ამ მადლობას ვეტყვი ზვიად კვაჭანტირაძეს, მიუხედავად იმისა, როგორი შედეგით დასრულდება კენჭისყრა და არ აქვს ახლა განსაკუთრებული და არსებითი მნიშვნელობა ციფრებს - პროცესი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აი, ეს მოკლე ეპიზოდი, მაგრამ ბევრის მთქმელი პროცესი, რა სახე მიიღო პარლამენტმა. იმის ნაცვლად, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გამოდიოდეს, მის კოლეგას, რომელსაც მასზე დიდი ხნის გამოცდილება აქვს საპარლამენტო მუშაობის, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო, ძალიან რთულ პერიოდში იყო წინა მოწვევის პარლამენტში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ავტორი, ნაცვლად იმისა, რომ უთხრა კოლეგიალობის, ქართული ზრდილობის გამო ბოლო-ბოლო მადლობა, რომ ამ პროცესში თქვენ გააკეთეთ ბევრი რამ ქვეყნისთვის, ამის ნაცვლად ტრიბუნასთან დადგა პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე და თქვა, რომ ცუდად მუშაობდაო, თან გალანძღა. პოლიტიკური სასჯელი ჰგონია, რომ გადააყენებს თანამდებობიდან. ვისაც თანამდებობაზე ყოფნა ჯილდო ჰგონია, მე ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს. ვინც ვერ აცნობიერებს რომ თანამდებობის გამო არც ერთი მორალური ზღვარი არ უნდა გადალახო, მე ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს. ვინც თანამდებობის გამო სახე დაკარგა, იმ ჩემ ყოფილ პარტიაში, მე ძალიან ვუმსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.