ფაქტობრივად პირველი შემთხვევაა, როცა "ბოტების" და ორგანიზებული კიბერშეტევის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება, - აღნიშულის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ "თიბისი ბანკზე" განხორციელებული კიბერშეტევის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

 

როგორც ლომჯარია განმარტავს, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დროულად მიაწოდოს საზოგადოებას საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია.

 

„გამოძიების ვადებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, შეუძლებელია უკარნახო გამოძიებას, რამდენ თვეში უნდა დაასრულოს გამოძიება, როცა არ ვიცით, რა დევს საქმის მასალებში. სახალხო დამცველს არ აქვს წვდომა მიმდინარე გამოძიების საქმის მასალებზე.

 

მაღალი რეზონანსის მქონე და მნიშვნელოვანი საქმეა, რადგან ფაქტობრივად პირველი შემთხვევაა, როცა "ბოტების" და ორგანიზებული კიბერშეტევის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დროულად დაიდოს შედეგი. ვფიქრობ, საგამოძიებო ორგანოებმა პროაქტიულად უნდა მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და რამდენ ხანში იქნება მოსალოდნი შედეგები", - განაცხადა ლომჯარიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.