სასტუმრო „ბილტმორში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობას "ნაციონალური მოძრაობის“, „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრები და მხარდამჭერები ესწრებიან. ყრილობაზე იმყოფებიან სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებიც.

 

ყრილობის დღის წესრიგის მიხედვით, დღეს პარტიის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ მდივანს აირჩევენ. სხდომას "ნაციონალური მოძრაობის" 372 დელეგატი ესწრება. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე არის წარდგენილი. შეგახსენებთ, ამ დრომდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობას ნიკა მელია ასრულებდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.