„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. პარტიის რიგით მერვე ყრილობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მხოლოდ ვაშაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი.

 

მის კანდიდატურას მხარი ყრილობის დელეგატებმა ელექტრონული სისტემით დაუჭირა მხარი. ეს პოსტი მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქის სტატუსი დაკარგა. პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას კი ამ დრომდე ნიკა მელია ასრულებდა.

 

ამ წუთებში სასტუმრო "ბილტმორში" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობას "ნაციონალური მოძრაობის“, „გაერთიანებული ოპოზიციის" წევრები და მხარდამჭერები ესწრებიან. ყრილობაზე იმყოფებია სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებიც.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.