პოეტი და მოძრაობა „დაიცავი საქართველოს” ლიდერი დავით მაღრაძე საზოგადოებას მიმართავს და „თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაში“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

 

მისი თქმით, 13 აპრილს, 14:00 საათზე, ფილარმონიის დარბაზში იწვევს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამშობლოს ბედი, ვისთვისაც „ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” ბრძოლა ძალაუფლებისთვის სასტიკად მიუღებელია.

 

„მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისაგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისაგან, შემოგვიერთდით 13 აპრილს, 14:00 საათზე, ფილარმონიაში, „დაიცავი საქართველოს” საგანგებო შეკრებაზე. მათ, ვისაც მიაჩნია, რომ „ოცნებასა” და „ნაციონალებს” შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი, შემოგვიერთდით 13 აპრილს, 14:00 საათზე, ფილარმონიაში! შემოგვიერთდით, ვინც განსაცდელში ინარჩუნენდით ღირსებას და მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ! „ნაციონალური მოძრაობა” წარსულს უარყოფს, „ოცნებამ” კი, მომავალი უარყო“, - განაცხადა მაღრაძემ დღეს ვერის პარკში.

 

პოეტმა დღეს ვერის პარკში მისი მოძრაობის საორგანიზაციო შეკრება გამართა.

 

„დაიცავი საქართველო” წარმომიდგენია, როგორც ესტაფეტა თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, რომლის დროშაც უნდა ჩვენმა შემდგომმა თაობამ ატაროს! გისურვებთ, რომ გათენდეს თავისუფალი ხვალინდელი დღე საქართველოში,”- განაცხადა დავით მაღრაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.