წინა მოწვევის პარლამენტში მყოფი სტაჟიანი, გამოცდილი პოლიტიკოსებისგან, ჩვენი თანაგუნდელებისგან ვიცი, რომ პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე 2016 წლის საარჩევნო სიაში ეკა ბესელიას ჩაწერის მომხრე არ იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

 

„ეს ინფორმაცია მე გამოცდილი, სტაჟიანი პოლიტიკოსებისგან ვიცი, რომლებიც დღესაც ჩვენ გუნდში არიან“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

 

ოხანაშვილმა დღეს ისიც განაცხადა, რომ ფაქტია და ვერავინ უარყოფს, რომ ეკა ბესელია იყო პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ის პოლიტსაბჭოში აღარ აღმოჩნდა.

 

„ისიც ფაქტია, რომ ზაფხულიდან მოყოლებული განიხილებოდა და ასევე მზადდებოდა სიუჟეტები, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პოზიციას ტოვებდა. ამას საპრეზიდენტო არჩევნები დაემთხვა და იმის გამო, რომ არ იყო დრო პარტია ამ საკითხებით დაკავებულიყო, ამან განაპირობა ის, რომ ეს თავის დროზე ვერ მოხდა. ფაქტია ისიც, რომ ამ პიროვნებამ კონკრეტული სიტუაცია გამოიყენა“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.