ერთი იცოდეს ყველამ, არავის ეპატიება გადაცდომა და კანონის წინააღმდეგ წასვლა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

კალაძე გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომლის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას.

 

„ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ კორუფციას, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ასეთი საქმეები. გთხოვთ, მოგიწოდებთ, რომ თქვენი თანამშრომლები კიდევ ერთხელ გააფრთხილოთ და მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ, რომ ასეთი ფაქტები არ მოხდეს. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს და თბილისელებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ეს ყველამ უნდა გაითავისოს. მე არაერთხელ მითქვამს, თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს და უჭირს, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ. უამრავ ადამიანს ვეხმარებით და ჩვენ თანამშრომლებსაც დავეხმარებით ვისაც უჭირთ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს კანონის გზის ავლით და ქრთამის აღებით. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის ძალიან პრინციპულები ვიქნებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.