კიდევ ერთხელ მივმართავ მათ პატრონს – ბიძინა ივანიშვილს, ეს პატარა კაცები, რომლებსაც არაერთხელ გავაწანი პოლიტიკური სილა, შეიბრალოს და მიხედოს, რამდენჯერ უნდა გავაწნა სილა, მებრალებიან უკვე”, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

 

დეპუტატის განცხადებით, სახიფათოა იმ ჯგუფის ხელისუფლების სათავეში ყოფნა, რომლებიც ვერ არჩევენ ვერც ფერებს და ვერც ადრესატს, თუ ვის უნდა ჩაუგდონ სალანძღავი ტექსტი.

 

„ახლა ვფიქრობ, ამათი ასე ადრე მიტოვება შეიძლებოდა თუ არა, ისეთ საშინელ დღეში ჩავარდნენ. ნეტა ცოტა ხანი ხომ არ სჭირდებოდათ მართლა პატრონი? მივიღეთ აღიარება, რომ ეს გზავნილი სპეციალურად მომზადდა და ფერებივით აერიათ ადრესატები, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ამ არეულობაში იკვეთება, რომ ეს ადამიანები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, არ ინდობა ქვეყნის მართვაში.

 

ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ არჩევს ფერებს და ადრესატებს, თუ ვის უნდა გაუგზავნოს სალანძღავი გზავნილი, სახიფათოა მათ ხელში მართვის სადავე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.