არავის რეკომენდატორობა არ მჭირდებოდა, ვიქნებოდი თუ არა ჩემს პარტიაში, - ასე პასუხობს დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომლის თანახმადაც, ახალი მოწვევის პარლამენტში ბიძინა ივანიშვილს მისი სიაში შეყვანა არ სურდა.

 

ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება ალბათ ბიძინა ივანიშვილმაც უნდა გააკეთოს.

 

„საინტერესოა, ვინ იყო ზარდიაშვილი-მდინარაძის რეკომენდატორი“, - აცხადებს ეკა ბესელია.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.