ორი დღეა ზღვარგადასული და ძალადობით გაჯერებული ტერმინოლოგია ისმის ეკა ბესელიას მხრიდან, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

 

მათიკაშვილის განცხადებით, ლექსიკა, რომელსაც ეკა ბესელია იყენებს, სამწუხარო ფაქტია.

 

რაც შეეხება ე.წ. სმს შეტყობინებას, რომელიც ეკა ბესელიას განცხადებით, მამუკა მდინარაძემ შემთხვევით მას გაუგზავნა და რომელშიც მისი კრიტიკა იყო, მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ თავად მამუკა მდინარაძემ ყველაფერი კარგად განმარტა.

 

„ორი დღეა ზღვარგადასული, ძალადობით გაჯერებული ტერმინოლოგია ისმის, რაც არ არის მიღებული და რომლისგანაც ყველამ თავი უნდა შევიკავოთ, სახე არავინ უნდა დაკარგოს! მათ შორის ოპონენტებმა და ჩვენი გუნდის გუშინდელმა წევრებმა. ეს არის სამწუხარო ფაქტი, ლექსიკა, რასაც ეს ქალბატონი იყენებს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.