ჩვენი კოლეგა საკუთარი კოლეგების, ყოფილი თანაგუნდელების მიმართ იმდენ რამეს კადრულობს, რომ ეს ყველაფერი მორალურ ზღვარს და მორალურ ჩარჩოებს ცდება, - ასე ეხმაურება დეპუტატ ეკა ბესელიას დღევანდელ კრიტიკას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

 

ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ისიც, რომ ეკა ბესელია საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის.

 

“ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა და პატივისცემა გვმართებს საზოგადოების მიმართ. საზოგადოებას შოუები და ასეთი უღირსი გამონათქვამებით საუბარი არ სჭირდება. ჩვენი ზოგიერთი კოლეგა, რომელიც უკადრებელს კადრულობს, ამით შეურაცხყოფას მხოლოდ საკუთარ კოლეგას კი არ აყენებს, არამედ - საზოგადოებას. ხალხს ეს მობეზრდა - ეკა ბესელია ჩვენთვის და საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.