“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე ოზურგეთში, სერი ანასეულის, ექადიას ოლქში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან კობა ზაქარეიშვილთან ერთად ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

 

შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. ჯორჯიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები კორუფციაზე, ნეპოტიზმსა და სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობენ.

 

როგორც „გლობალპრესს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ოპოზიცია ოზურგეთში მხარს „ევროპული საქართველოს" კანდიდატს კობა ზაქარეიშვილს უჭერს.

 

„ვისაც არ მოსწონს ის გაჭირვება, რომელშიც იმყოფება მთელი რაიონი და ქალაქი, ვისაც არ მოსწონს, რომ არ დარჩა ოჯახი, საიდანაც ერთი წევრი მაინც იძულებული არ არის უცხოეთში წავიდეს სამუშაოდ, ვისაც არ მოსწონს მოხსნილი სოციალური დახმარებები და უყურადღებოდ მიტოვებული ხალხი, ვისაც ეს ყველაფერი ოზურგეთში არ მოსწონს, მას აქვს მხოლოდ ერთი არჩევანი, შემოხაზოს ორიანი და მხარი დაუჭიროს კობა ზაქარეიშვილს, რომელიც დღეს მთლიანად ოპოზიციას წარმოადგენს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.