ვერ შევაფასებ იმას, რაც ზუგდიდში მოხდა, თვალს ვადევნებთ მოვლენებს, - ამის შესახებ ევროსაბჭოს ელჩმა, კრისტიან ურსემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

"ვერ შევაფასებ იმას, რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა. ვაკვირდებით და დღესაც დეტალური ინფორმაცია მივიღეთ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან. ასე რომ, თვალს ვადევნებთ განვითარებულ მოვლენებს", - აღნიშნა ურსემ.

 

კითხვაზე, მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოა ქვეყანაში თუ არა, ურსემ უპასუხა, რომ ვერც ამას შეაფასებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.