კითხვაზე, რატომ გამათავისუფლეს თანამდებობიდან? - ეს არ იყო ერთი ან ორი საკითხი, ეს საკითხების კრებული იყო, რომელთა შესრულებას მე ჩემი მხრიდან დაჟინებით ვითხოვდი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დეპუტატების კითხვის პასუხად გააკეთა.

 

„ალბათ ეს საკითხები სრულ თანხვედრაში არ იყო. მიახლოებით რომ გასაგები იყოს, ეს ეხება ალტერნატიული კომპანიების შემოყვანაზე მორგებული სტრატეგიის არსებობას სხვადასხვა სექტორებში. იგივე, თუ როგორ უნდა მოხდეს ელექტროენერგიის შესყიდვისა და იმპორტის სისტემის ჩამოყალიბება. ეს ის საკითხები იყო, რაზეც საერთო ენა ვერ ვიპოვეთ. ალბათ მე რაღაც საკითხებში მძიმე და პრინციპული აღმოვჩნდი. არ მჩვევია და თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ მე მხარს არ ვუჭერ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ფუნდამენტალურად არ მესმის და რასაც არ ვეთანხმები. ეს იყო დიდი პროცესი - არ იყო ისე, რომ ვმუშაობდით და უცებ რვა თვის თავზე რაღაც უთანხმობა მოხდა. ეს იყო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. ამაზე მეტის თქმა მიჭირს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.