არანაირი კორუფციული გარიგება ჩემი თვალით არ მინახავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში ღია ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, კორუფციული ინტერესის შესახებ მისი მინისტრობის 8 თვის განმავლობაში არ უნახავს.

 

„გულახდილად გეტყვით, რომ კორუფციული ინტერესი და კორუფციული გარიგება 8 თვის განმავლობაში ჩემი თვალით არ მინახავს,“ - აღნიშნა ქობულიამ.

 

უმრავლესობიდან გიორგი ქობულიასთან ღია ფორმატში შეხვედრას ესწრებიან ზაზა ხუციშვილი, ბიძინა გეგიძე და შოთა შალელაშვილი. გიორგი ქობულიას უსმენენ უმრავლესობის ყოფილი წევრები და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. პარლამენტში ყოფილი მინისტრის მოსასმენად მივიდა დავით უსუფაშვილიც.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.