ანაკლიის პროექტს შესაძლებელი პოლიტიკური პრობლემების გარდა, ასევე სერიოზული კომერციული პრობლემები აქვს, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას დეპუტატების ნაწილი უსმენს. ქობულიამ აღნიშნა, რომ ის არ ყოფილა ისეთ შეხვედრაზე, რომელზეც ანაკლიის პროექტი განიხილებოდა და მასში პროკურატურა და ეროვნული ბანკი იყვნენ ჩართული.

 

„მე არ დავსწრებივარ ისეთ განხილვებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელშიც ჩართული იყო პროკურატურა და ეროვნული ბანკი. შეიძლება სადღაც იყო ასეთი განხილვები, მაგრამ მე პირადად არ მივუწვევივარ. რა თქმა უნდა ანაკლიის პროექტის განხილვა გუნდში მრავალჯერ იყო. ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, მაგრამ ამ პროექტს შესაძლებელი პოლიტიკური პრობლემების გარდა ასევე სერიოზული კომერციული პრობლემები აქვს. ჩვენ ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ყველაფერს ნუ გადავიყვანთ პოლიტიკურ ჭრილში, იმიტომ, რომ აქ არის მძიმე კომერციული პრობლემებიც“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.