რუსეთის მიერ ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, თავისუფლებისკენ ჩვენი სწრაფვა ურყევია,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ლევან ოზორიას თქმით, 26 მაისი ქართველი ერის თავისუფლების სიმბოლოა.

 

„ქართული სიტყვა-„თავისუფალი“ უნიკალურია მსოფლიოში. ქართველმა ამ სიტყვაში საკუთარი იდენტობის ორი საწყისი - თავის ანუ, ინდივიდის და უფლის ღვთაებრივი საწყისი გააერთიანა. ეს ქრისტიანული იდენტობაა, რომელშიც ადამიანი, ინდივიდი ღმერთმა თავის მსგავსად თავის ხატად შემქნა და მისი ღირსება ხელშეუხებელ ღვთაებრივ განზომილებაში აიყვანა.

 

ქართველისთვის თავისუფლების დაცვა, ისტორიულად ღირსების დაცვას ნიშნავს, რამაც მძიმე ქარტეხილების მიუხედავად, დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა.თავისუფლებას ყოველ ისტორიულ ეპოქაში დაცვა სჭირდება. განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თანამედროვე სამყაროში, საერთო კულტურულ ღირებულებათა საფუძველზე, გაერთიანებულმა ერებმა მშვიდობიანი და თავისუფალი განვითარება დემოკტატიული ინსიტუტების განმტკიცებითა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შექმნით შეძლეს.

 

გლობალური გამოწვევების ფონზე, თავისუფლების დაცვა დღეს, როგორც არასდროს თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროს საერთო ძალისხმევას საჭიროებს. ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების მიზანი ჩვენი იდენტობის და თავისუფლების და ღირსების დაცვაა. ჩვენი სანიმუშაო პარტნირობა კი , როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, თავისუფლების დასაცავად საერთო ძალისხმევის განმკტიცებას ემსახურება“, - განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისიტრმა ქართულ ჯარს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ქართველი ჯარისკაცები სახელმწიფოს იდენტობის საწყისის-საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვით თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავენ.

 

„მადლობა ჩვენ მეგობრებს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს, რომელიც თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად ყოველდღიურად გვაძლირებს. ქედს ვიხრი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო-მოსამსახურეების სახელების წინაშე. განსაკუთრებული მადლობა დაშავებულ და დაჭრილ სამხედროებს, ვეტერანებს, ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს, რომლებიც სიმამაცითა და პროფესიონალიზმით მსოფლიოში გვასახელებენ. ვულოცავ წვევამდელებს ფიცის დადებას და წარმატებებს ვუსურვებ ყველაზე საპატიო მოვალეობის შესრულებაში“,-აღნიშნა მინისტრმ

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.