ჩვენი ჯარი არის არამხოლოდ სახელმწიფოს უმთავრესი საყრდენი და ჩვენი მშვიდობის გარანტია, არამედ თვალსაჩინო საბუთიც, რომ საქართველო დღეს შემდგარი და წარმატებული სახელმწიფოა, რომელსაც დიდი მომავალი ელოდება, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თამვჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,

 

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი წინსვლისა და მსოფლიოში მოპოვებული პრესტიჟის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემოქმედი ჩვენი თავდაცვის ძალებია.

 

„მინდა, მივმართო ჩვენს ახალგაზრდა ჯარისკაცებს, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს სამშობლოს წინაშე, თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს მომავალი,სიამაყე და ძლიერება. თქვენ ღირსეულად უნდა ატაროთ ქართული მეომრული სულის ათასწლოვანი ტრადიცია და მომავალ თოაბებს გადასცეთ გაძლიერებული და გამთლიანებული საქართველო.კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.