საჭირო არის, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცვით მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელსაც ჰქვია გამყარებული საქართველოს საზღვრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზოდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა „ქვეყნისთვის სამუდამო საზღვრების მიცემაა“.

 

"როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მოვალეობა, რომ ამ ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა გამყარებული არ გვექნება. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე წამოვიწყე ახლახან ჩვენს ორ პარტნიორთან ეს საკითხი, შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ კომისია ერთი დაწყებულია, მეორეს ალბათ, ახლო მომავალში დავიწყებთ და საჭირო არის, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცვით მივაღწიოთ იმ შედეგს რომელსაც ჰქვია გამყარებული საქართველოს საზღვრები." - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.