ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი წინამორბედივით ინანებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, - ასე უპასუხა „ მიერ დასმულ კითხვას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

 

დეპუტატის განცხადებით, სააკაშვილი ტრაგიკომიკური პერსონაა პოლიტიკაში.

 

„ყველაზე მძიმე ნაწილი რაც არის მისი პოლიტიკური ისტორიის, უკავშირდება მის გადაწყვეტილებას, რომ დათმო საქართველოს მოქალაქეობა და აირჩია უკრაინის მოქალაქეობა. მან ძალიან კარგად იცოდა, როცა ირჩევდა უკრაინის მოქალაქეობას, ავტომატურად კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას, რადგან მაშინ არ გვქონდა კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. როდესაც ასეთი არჩევანი გააკეთა მან, ვფიქრობ რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, იქ დაესვა წერტილი. ეჭვი არ მეპარება, რომ ზელენსკი, პოროშენკოსავით ინანებს ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

შეგახსენებთ, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.