ე ნანახი მაქვს ყველა კანდიდატის განაცხადი და სამოტივაციო წერილი და მინდა გითხრათ, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ზოგიერთი მათგანი. წარმოდგენილ მასალებში რიგი კანდიდატების მხრიდან საუბარი იყო ისეთ საკითხებზეც კი, როგორიცაა ტიტანიკი და ნოეს კიდობანი, ამიტომ მე მგონია, რომ ეს კონკურსი ფორმალურ ხასიათს ატარებს, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ ჟურნალისტებს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების შეფასებისას განუცხადა.

 

მისივე თქმით, იგი გეგმავს კომიტეტის წევრებს იმ დარღვევების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, რომლითაც კონკურსი ჩატარდა.

 

"მე, როგორც კომისიის წევრმა, თავის დროზე საია-ს სახელით გავავრცელე განცხადება, რომ კომისიის მუშაობის დროს სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადგილი ჰქონდა მოტივაციის წესის დარღვევას, რომლის მიხედვითაც კონკურსი უნდა ჩატარებულიყო თავიდან. მე დღეს ვისაუბრებ ამ საკითხზე და კომიტეტის წევრებს მივაწვდი ინფორმაციას. თავისთავად ის გარემოება, რომ სამოტივაციო წერილებიდან მხოლოდ ერთი წერილი იყო წარმოდგენილი, რომელიც შეესაბამებოდა დებულების მოთხოვნებს, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელი იყო ხელახალი კონკურსის ჩატარება, რომლიდანაც პრემიერისთვის ორი კანდიდატი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. მე ვფიქრობ, რომ ამ ფორმით კონკურსის ჩატარება ატარებს ფორმალურ ხასიათს. აქ არ ვსაუბრობ, რომ რომელიმე კანდიდატი კარგია ან ცუდი, არ შევდივარ ამ ნაწილში. პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ამ ნაწილზე. მე ვამბობ იმას, რომ თუ გავყვებით კომისიის დებულებას, წესით და რიგით უნდა ჩატარებულიყო ახალი კონკურსი. მთავარი პრობლემა, რაც დებულებას უკავშირდება, არის ის, რომ დებულებაში ნათლად და მკაფიოდ წერია, სამოტივაციო წერილი რა ფორმით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, რა საკითხები უნდა ყოფილიყო დებულების თანახმად სამოტივაციო წერილში ასახული," - განაცხადა სალაძემ.

 

შეგახსენებთ, პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების განხილვას იწყებს. ვალერი ლომუაშვილსა და ლონდა თოლორაიას დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოუსმენენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.