გუბაზს ვთხოვ, დიდ პატივს ვცემდი, სირცხვილი იქნება თუ ამოყოფ „ნაცების“ ოჯახში თავს, ისე როგორც შალვა შავგულიძე აღარც ადვოკატია, აღარც კაცი და აღარც პოლიტიკოსი", - ასე მიმართა ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ გუბაზ სანიკიძეს.

 

სოსო რობაქიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაციაზე მივიდა და ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გააპროტესტა.

 

მისი თქმით, ოქრუაშვილს არ აცლის პოლიტიკაში ყოფნას.

 

ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია ამ წუთებში იმართება. მისი წევრები გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია და ვალერი გელბახიანი არიან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.