თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გუბაზ სანიკიძე ბუტა რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძეს პასუხობს.

 

როგორც სანიკიძემ სოსო რობაქიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, გადაწყვეტილებებს თავად იღებს მიუხედავად რობაქიძის მიმართ პატივისცემისა.

 

„სოსოს პატივს ვცემ, მაგრამ ამის მიუხედავად გადაწყვეტილებებს ჩვენ მივიღებთ. მას თუ რაიმე პრეტენზია აქვს, ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს მიმართოს“,- აღნიშნა სანიკიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობის პრეზენტაციაზე სოსო რობაქიძე მივიდა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის ადგილი არა პოლიტიკაში, არამედ ციხეშია. რობაქიძემ გუბაზ სანიკიძესაც მიმართა და სთხოვა, ოქრუაშვილის პოლიტიკურ მოძრაობას არ შეერთებოდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.