სოსო რობაქიძეს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა, აღმასრულებელი ხელისუფლება და თავისი პრეტენზიები შეუძლია იქ დააფიქსიროს, - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა მისი პოლიტიკური გაერთიანების „გამარჯვებული საქართველო“ პრეზენტაციაზე განაცხადა. ამით ოქრუაშვილი გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის, განცხადებას, რომ ის ოქრუაშვილს პოლიტიკაში ყოფნას არ დააცდის.

 

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, სოსო რობაქიძეს თუ მასთან შეხვედრა სურს, იცის სადაც უნდა იპოვოს.

 

„ამ ადამიანს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, მისი სამეგობროა დღეს პროკურატურა, მისი სამეგობროა დღეს აღმასრულებელი ხელისუფლება. თავისი პრეტენზიები შეუძლია დააფიქსიროს იქ. ან თუ რამე უშუალო საუბარი უნდა ჩემთან, იცის სად და როგორ უნდა მომძებნოს. ტრაგიზმით მოცული ისტორიაა და შესაბამისად, ოჯახიც ძალიან დაზარებულია. სიტყვებს სწორად ვარჩევ, არ გადავიდე გარკვეულ ზღვარს, მაგრამ რაღაცებს საზღვარი აქვს,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.