საქართველოში უკრაინის ელჩმა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლისას, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

ელჩი იგორ დოლგოვი ამბობს, რომ მას არ უნდოდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის სიტყვა მოესმინა. დოლგოვის თქმით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის და საქართველოს ოკუპაციას, რაც ყველანაირ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.