„მოვითხოვ, ამ ასამბლეის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტის დარბაზიდან და ქვეყნიდან დაუყოვნებლივ წასვლას!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაზა გაბუნია „ფეისბუქში“ წერს.

 

მისი თქმით, სირცხვილია, რაც პარლამენტში ხდება.

 

„არ ვარ საქართველოში და ასობით კილომეტრით შორსაც ცეცხლივით მწვდება იმით გამოწვეული ბრაზი და სირცხვილი, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში მოხდა!

 

მოვითხოვ ამ ასამბლეის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტის დარბაზიდან და ქვეყნიდან დაუყონებლივ წასვლას!“, - წერს „ფეისბუქის“ გვერდზე ზაზა გაბუნია.

 

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.