პარლამენტის შენობასთან შეკრებილების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ და მოსახლეობას 19:00 საათზე ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე, პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბლეის სხდომის წაყვანის ფაქტს აპროტესტებენ.

 

ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის შემდეგ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ასამბლეა დღეს აღარ გაგრძელდება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.